ავტორი:

მსახიობი ბესო მეგრელიშვილი გარდაიცვალა

მსახიობი ბესო მეგრელიშვილი გარდაიცვალა

გარდაიცვალა მსახიობი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ბესო მეგრელიშვილი. აღნიშნულ ინფორმაციას ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის პროდიუსერი, დიმიტრი ღვთისიაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"უმძიმესი დილა გაუთენდა მოზარდ მაყურებელთა თეატრს. მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი თეატრის წამყვანი არტისტი ბესო მეგრელიშვილი! სიტყვები უძლურია - 31 მარტს და 1 აპრილს სპექტაკლები ითამაშა, ხუმრობანარევად წაიწუწუნა - რაღაც ვერ ვარ კარგადო, წნევები შემომეჩვიაო... ვაჰ... ჯერ მეტს ვერაფერს ვწერ!", - წერს დიმიტრი ღვთისიაშვილი.

ბესო მეგრელიშვილი სხვადასხვა დროს თამაშობდა არაერთი ქართული თეატრის სცენაზე. გარდა ამისა, მონაწილეობა აქვს მიღებული ათამდე ფილმში. ის თამაშობდა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებშიც".