ავტორი:

აშშ-ში 78 წლის ქალი ბანკის ძარცვის ბრალდებით დააკავეს

აშშ-ში 78 წლის ქალი ბანკის ძარცვის ბრალდებით დააკავეს

აშშ-ში,მისურის შტატში, პოლიციამ ბანკის ძარცვის ბრალდებით 78 წლის ქალი დააკავა. აღსანიშნავია, რომ ქალი წარსულში ორჯერ არის ნასამართლევი ბანკის ძარცვისთვის.

ბონი გუჩი Goppert Financial Bank-ში შევიდა და მომსახურე პერსონალს გადასცა წერილი, სადაც ეწერა, რომ ის ათასობით დოლარს ითხოვდა ძარცვისას ეკეთა შავი N95 ნიღაბი, შავი სათვალე და ეცვა პოლიეთილენის ხელთათმანები. წერილის გადაცემის შემდეგ ხელს ურტყამდა მაგიდას და ფულს ითხოვდა.

ფულის წაღების შემდეგ დატოვა წერილი, სადაც ეწერა - "გმადლობთ, ბოდიში, არ მინდოდა თქვენი შეშინება.”

ბონი გუჩი ახლა ციხეში ზის 25,000 აშშ დოლარის გატაცებისთვის.

სამართალდამცველებმა 78 წლის მძარცველი მისსავე მანქანაში იპოვეს, როგორც პოლიციელები აღწერენ, მანქანაში ალკოჰოლის სუნი იყო და გარშემო ფულის კუპიურები იყო მიმოფანტული.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ქალმა კანონი დაარღვია. ის ორჯერ არის ნასამართლევი - ორივე შემთხვევაში ბანკის ძარცვისთვის.

წყარო