ავტორი:

როდის მიიღებს უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევის დაწყების გადაწყვეტილებას - რას აცხადებს ოლექსი დანილოვი

როდის მიიღებს უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევის დაწყების გადაწყვეტილებას - რას აცხადებს ოლექსი დანილოვი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კონტრშეტევის დაწყების გადაწყვეტილების მიღება ბოლო მომენტში მოხდება, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა.

"თუ ვინმე ფიქრობს, რომ მხოლოდ ერთი ვარიანტი გვაქვს, ეს ასე არ არის. სამი ვარიანტიც კი ცოტაა", - აღნიშნა დანილოვმა.

მისი განმარტებით, ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილებას უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი მიიღებს.

დანილოვი პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის ფაქტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, „სპეციალური სამსახურები უფრო ფხიზლად უნდა იყვნენ, როცა საქმე საიდუმლო დოკუმენტებს ეხება“.

ამასთან, მისი თქმით, დოკუმენტების გაჟონვა კონტრშეტევასთან დაკავშირებულ გეგმებზე არ იმოქმედებს.