ავტორი:

გორთან პიკაპი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა - ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

გორთან პიკაპი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა - ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

გორის შესასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს პიკაპის ტიპის და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

დაშავებულები სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ფოტო: ია თინიკაშვილი