ავტორი:

რუსეთის გენპროკურორს მიმართეს ლია ახეჯაკოვას უცხო ქვეყნის აგენტად ცნობის მოთხოვნით, ასევე ითხოვენ, მსახიობი "დაისაჯოს სახელმწიფო ღალატისთვის"

რუსეთის გენპროკურორს მიმართეს ლია ახეჯაკოვას უცხო ქვეყნის აგენტად ცნობის მოთხოვნით, ასევე ითხოვენ, მსახიობი "დაისაჯოს სახელმწიფო ღალატისთვის"

რუსეთში, ფედერალური უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული პროექტის ხელმძღვანელმა ვიტალი ბოროდინმა გენერალურ პროკურორს იგორ კრასნოვს რუსეთის სახალხო არტისტის ლია ახეჯაკოვას უცხო ქვეყნის აგენტად აღიარების თხოვნით მიმართა. ბოროდინმა განაცხადა, რომ ასევე უნდა აღიძრას მსახიობის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე.

"გთხოვთ, დაავალოთ უფლებამოსილ ორგანოებს ჩაატარონ გამოძიება და დააკისრონ ლია მეჯიდოვნა ახეჯაკოვას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 275-ე მუხლით ("ღალატი“), 280.3 ("საჯარო ქმედებები, რომლებიც მიმართულია რუსეთის შეიარაღებული ძალების გამოყენების დისკრედიტაციაზე“) და რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 282 ("სიძულვილის ან მტრობის გაღვივება“)", - ნათქვამია წერილში.

ბოროდინი ასევე სთხოვს გენერალურ პროკურატურას განიხილოს სახალხო არტისტის უცხოურ აგენტად ცნობის და ჯილდოებისა და საპატიო წოდებების ჩამორთმევის საკითხი. მიმართვაში მიზეზად ნათქვამია, რომ ახეჯაკოვა, რომელმაც დაკარგა სამსახური თეატრში "სოვრემენნიკი" პროუკრაინული განცხადებებისა და ქმედებების გამო, რუსეთში ყოფნისას, მუდმივად აძლევს ინტერვიუებს უკრაინულ ტელეარხებს. ის ღიად უსურვებს უკრაინას გამარჯვებას. სოციალურ ქსელში კი წერს, რომ უკრაინის არმიას თანხის გადარიცხვით დაუჭირა მხარი და სხვებსაც იგივესკენ მოუწოდა.

ლია ახეჯაკოვა - თეატრისა და კინოს მსახიობი, რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტია. დაიბადა 1938 წლის 9 ივლისს დნეპროპეტროვსკში (უკრაინის სსრ). 1977 წლიდან მუშაობდა თეატრ "სოვრემენნიკში".

წაიკითხეთ ასევე: