ავტორი:

"მე არა, ჩემი ძაღლია "ტვიტერის" აღმასრულებელი დირექტორი" - ილონ მასკი

"მე არა, ჩემი ძაღლია "ტვიტერის" აღმასრულებელი დირექტორი" - ილონ მასკი

Twitter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა BBC-სთან საუბრისას თქვა, რომ სოციალური მედიის პლატფორმის აღმასრულებელი დირექტორი მისი ძაღლი ფლოკია.

როდესაც BBC-ის ჟურნალისტმა ჯეიმს კლეიტონმა ილონ მასკს "ტვიტერის" აღმასრულებელი დირექტორი უწოდა, მასკმა მას შეუსწორა.

  • "მე არ ვარ Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორი. Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორი ჩემი ძაღლია. ის შესანიშნავი ძაღლია, ძალიან ფხიზელი", - ხუმრობს ილონ მასკი.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მილიარდერი თავის ძაღლს "ტვიტერის" CEO-ს უწოდებს. თებერვალში მან გამოაქვეყნა ძაღლის ფოტო, რომელიც მაგიდასთან იჯდა და შავი პერანგი ეცვა, წარწერით - CEO.

"ტვიტერის ახალი აღმასრულებელი დირექტორი საოცარია“, - დაწერა მასკმა.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">The new CEO of Twitter is amazing <a href="https://t.co/yBqWFUDIQH">pic.twitter.com/yBqWFUDIQH</a></p>&mdash; Elon Musk (@elonmusk) <a href="https://twitter.com/elonmusk/status/1625695877326340102?ref_src=twsrc%5Etfw">February 15, 2023</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>