ავტორი:

შვარცნეგერი სამი კვირა ელოდა, როდის გააკეთებდნენ დაზიანებულ გზას, შემდეგ კი თავისივე ხელით დააგო - "წუწუნს მოქმედება სჯობს" (ფოტოები)

შვარცნეგერი სამი კვირა ელოდა, როდის გააკეთებდნენ დაზიანებულ გზას, შემდეგ კი თავისივე ხელით დააგო - "წუწუნს მოქმედება სჯობს" (ფოტოები)

არნოლდ შვარცნეგერმა ლოს ანჯელესის ქუჩების კეთილმოწყობა საკუთარ თავზე აიღო და თავისივე უბანში ასფალტზე არსებული ღრმული შესაბამისი სამშენებლო მასალით ამოავსო. კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა "ტვიტერზე" ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ის და კიდევ ორი მამაკაცი გზას აგებენ.

"წუწუნს საქმის კეთება სჯობს", - ამბობს შვარცნეგერი.

"უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ეს ღრმული მანქანებს და ველოსიპედებს აზიანებს და მთელი სამეზობლო გაღიზიანებულია, ამიტომ, ჩემს გუნდთან ერთად მივედი და გზა შევაკეთე. ყოველთვის ვამბობ, რომ წუწუნს მოქმედება სჯობს. ესეც ასე“, - წერს შვარცნეგერი.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">Today, after the whole neighborhood has been upset about this giant pothole that’s been screwing up cars and bicycles for weeks, I went out with my team and fixed it. I always say, let’s not complain, let’s do something about it. Here you go. <a href="https://t.co/aslhkUShvT">pic.twitter.com/aslhkUShvT</a></p>&mdash; Arnold (@Schwarzenegger) <a href="https://twitter.com/Schwarzenegger/status/1645886847342743552?ref_src=twsrc%5Etfw">April 11, 2023</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

გამვლელმა ქალმა მას მადლობაც გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის, რაზეც ყოფილმა გუბერნატორმა უპასუხა: "არაფრის. ყველაფერი თვითონ უნდა გავაკეთოთ. სამი კვირა ველოდებოდი, რომ ეს ღრმული ამოევსოთ“.

მისივე თქმით, გზის შესაკეთებლად ადრეული გამოცდილება გამოადგა: 1968 წელს, სანამ ის ვარსკვლავი გახდებოდა, კოლეგა ბოდიბილდერ ფრანკო კოლუმბუსთან ერთად, მშენებლობის ბიზნესი ჰქონდა.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა