ავტორი:

სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც სავარაუდოდ, რუსი ოკუპანტები ტყვედ ჩავარდნილ უკრაინელ ჯარისკაცს თავს კვეთენ

სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც სავარაუდოდ, რუსი ოკუპანტები ტყვედ ჩავარდნილ უკრაინელ ჯარისკაცს თავს კვეთენ

სოციალურ ქსელებში პრორუსულმა გვერდებმა გაავრცელეს ვიდეო, სადაც ადამიანის სასტიკი მკვლელობაა აღბეჭდილი. სავარაუდოდ, მოკლული ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი ჯარისკაცია, ხოლო მკვლელობის შემსრულებელი რუსი სამხედრო.

როგორც უკრაინული მედია წერს, ვიდეო გასულ წელს უნდა იყოს გადაღებული, რადგან მწვანე ფოთლები ჩანს.

კადრებში ჩანს, რომ სავარაუდოდ, რუსი ჯარისკაცი უკრაინელს დანით კვეთს თავს. შემდეგ მოჭრილ თავს კამერას უჩვენებენ და ამბობენ, რომ მას ნაწამები ჯარისკაცის მეთაურს გაუგზავნიან.

არ ჩანს იმ ადამიანის სახე, რომელმაც მკვლელობა ჩაიდინა, რადგან ნიღაბი უკეთია. ზოგიერთი მოსაზრებით, ვიდეო ბახმუტშია გადაღებული.

წყარო