ავტორი:

"აბსურდია, რომ რუსეთი, რომელიც "ისლამურ სახელმწიფოზე“ უარესია, გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობს" - დმიტრო კულება

"აბსურდია, რომ რუსეთი, რომელიც "ისლამურ სახელმწიფოზე“ უარესია, გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობს" - დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, როგორ აჭრის რუსი ოკუპანტი თავს უკრაინელ სამხედროს.

უკრაინის პირველმა დიპლომატმა აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება სოციალურ ქსელ "ტვიტერში“ გაავრცელა და აღნიშნა, რომ რუსები ტერორისტებზე უარესები არიან.

"აბსურდია, რომ რუსეთი, რომელიც "ისლამურ სახელმწიფოზე“ უარესია, გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობს. რუსი ტერორისტები უნდა გავყაროთ უკრაინიდან და გაერო-დანაც“,- განაცხადა კულებამ.