უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ყოფილ ტელეწამყვანზე და პრორუსი პოლიტიკოსის, ვიქტორ მედვედჩუკის მეუღლეზე ოქსანა მარჩენკოზე ძებნა გამოაცხადა. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება.
მიმდინარე წლის თებერვალში სასამართლომ ყადაღა დაადო მარჩენკოს ქონებას. როგორც უკრაინული მედია წერს, მარჩენკომ უკრაინის ტერიტორია რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე დატოვა.
12 აპრილს კი ცნობილი გახდა, რომ მედვედჩუკი უკრაინელმა სამართალდამცველებმა დააკავეს. დაკავებისას მას უკრაინის ჯარისკაცის ფორმა ეცვა. მას ბრალი წაუყენეს სახელმწიფოს ღალატისა და ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭერის მუხლებით.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინს მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლა მისი დაკავებიდან მალევე შესთავაზა, თუმცა რუსი დიქტატორი ნათლიმამის გათავისუფლებას არ ჩქარობდა. მოგვიანებით, როცა მხარეები ტყვეთა გაცვლაზე შეთანხმდნენ, მედვედჩუკი რუსეთისთვის გადაცემულებს შორის იყო.