ავტორი:

"საგამოძიებო კომისია "ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი ლუსტრაცია იქნება და ჩემი "ხაბე“ ჭკვიანი ბიჭია, შესაბამისად, გაემიჯნა" - ირაკლი ზარქუა

"საგამოძიებო კომისია "ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი ლუსტრაცია იქნება და ჩემი "ხაბე“ ჭკვიანი ბიჭია, შესაბამისად, გაემიჯნა" - ირაკლი ზარქუა

საგამოძიებო კომისია მორიგი ლუსტრაცია იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ და ჩემი „ხაბე“ ჭკვიანი ბიჭია, შესაბამისად, გაემიჯნა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გაუგებარია, რის საფუძველზე უნდა შექმნან საგამოძიებო კომისია ან რა პერიოდიდან აპირებენ სასამართლოში დარღვევების გამოძიების დაწყებას.

„ოპოზიცია ხომ ისედაც რეიტინგდაცემულია და განულებული და ახლა მგონი პლინტუსს მიღმაა, ვერ ჩამოყალიბდნენ, ხან ობსტრუქცია, ხან ... ასეთი ოპოზიცია გვყავს, რა საგამოძიებო კომისია? რატომ უნდა შექმნან, რის საფუძველზე, უბრალოდ, იმიტომ, რომ შოუები ატარონ? აგერ არის 12 პუნქტიანი გეგმა, რომელიც მნიშვნელოვანია და დაკვეთაა მოსახლეობის, კეთილი ინებონ და ვინმეს შნო და აზრი თუ გააჩნია, შემობრძანდნენ და იმუშაონ. ამათი სამუშაო რუტინა არ უკავშირდება ევროინტეგრაციას, ერთნი ძალადობას აორგანიზებენ, მეორენი - ქაოსს და სისხლიან გადატრიალებას, ეს არის რადიკალური ოპოზიციის მთავარი ამოსავალი წერტილი და იქაც კი ხელმოცარულები არიან. ამის ეშინიათ, არ არის გამორიცხული - საიდან დაიწყებენ საგამოძიებო კომისიას სასამართლო მიმართულებით, ადეიშვილით დაიწყებენ? ხომ არ დაიწყებენ? მერაბიშვილი რა ქმედებებს სჩადიოდა და პროკურატურა რა დღეში იყო, დაიწყებენ?- არა! სასამართლო რა დღეში იყო, 99% პროკურატურის გამამართლებელი რომ იყო, ამით დაიწყებენ? - არა! ეს ხომ მათი მორიგი ლუსტრაცია იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ და ჩემი "ხაბე" მთლად ეგეთი კი არ არის, ჭკვიანი ბიჭია, შესაბამისად, გაემიჯნა, ალბათ, ჩააგდო, არ ვიცი, ჩამოვლენ, ჩამოყალიბდებიან“, - განაცხადა ზარქუამ.