ავტორი:

"...სწორედ ამ პროცესის შესაჩერებლად ჩაიკეტა ენგურის ხიდი" - აფხაზური მედიის ინფორმაციით, გალში მცხოვრებლები თბილისში მიმდინარე აქციებში მონაწილეობენ

"...სწორედ ამ პროცესის შესაჩერებლად ჩაიკეტა ენგურის ხიდი" - აფხაზური მედიის ინფორმაციით, გალში მცხოვრებლები თბილისში მიმდინარე აქციებში მონაწილეობენ

აფხაზური მედიასა და სოციალურ ქსელებში აქტიური განხილვის საგანია ჯერ მარტის, შემდეგ კი 9 აპრილის აქციები, რომელიც თბილისში იმართებოდა. ადგილობრივი გამოცემების ცნობით, გალის რაიონის დევნილები და იქაური მაცხოვრებლები ქართული ოპოზიციის მიერ გამართულ მიტინგებში მონაწილეობენ, რომლებიც პერიოდულად თბილისში იმართება.

"აფხაზეთის, ე.წ. უსაფრთხოების სამსახურების ცნობით, ოპერატიულ მონაცემებზე დაყრდნობით აქვთ ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც გალის რაიონში ცხოვრობენ და ე.წ. აფხაზეთიდან დევნილის სტატუსი აქვთ, საქართველოში გამართულ აქციებში აქტიურად მონაწილეობენ" - წერს გამოცემა Апсныпресс.

მისივე ცნობით, საუბარია სტუდენტებზე, რომლებიც ქართულ უმაღლეს სასწავლებელში სწავლობენ, მათი ნათესავები კი, ქართულ მხარეს ან გალის რაიონის ტერიტორიაზე ცხოვრობენ.

"სწორედ ამ პროცესის შესამცირებლად ჩაიკეტა ენგურის ხიდი დროებით" - წერს გამოცემა.

გავრცელებულ ინფორმაციას ოკუპირებულ რეგიონში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ერთი ნაწილის ცნობით, ამგვარი ინფორმაციების გავრცელების წინაპირობა კიდევ ერთხელ არასამთავრობო ორგანიზაციებზე იერიშია, რადგან ყველამ იცის, რომ ქართველი ახალგაზრდები თბილისის ცენტრში პოლიტიკური ინიციატივით კი არა, ევროპული მომავლისთვის იდგენენ.

სხვების თქმით, მათი ნებაა, ევროპას მოითხოვონ თუ ამერიკას, მაგრამ აფხაზეთსა და საქართველოს შორის, ერთხელ და სამუდამოდ არჩევანი უნდა გააკეთონ...

"ხალხს ევროპა სურს და მშვიდობიანი აქცია გამართეს. რა არის ამაში სახიფათო, ყველაფერში "დესტრუქციულ პროცესებს" რატომ ხედავთ... ჩვენც, ქართველებსა და ევროპელებს ბევრი საერთო ღირებულება გვაქვს. მე ასე ვხედავ" - წერს ინტერნეტმომხმარებელი ინტერნეტგამოცემა abkhaz-auto.ru-ს სტატიის კომენტარებში.

"ეს ყველაფერი აფხაზეთში არასამთავრო ორგანიზაციების შემცირებას ემსახურება. ეს არის რეალობა" - წერს მაკტინა ჯალაღონია.

"საქართველო ევროპული მომავლისთვის იბრძვის, აფხაზეთი - არაფრისთვის, ყველანაირი ინიციატივა დაკარგული გვაქვს, არსად გვინდა, გვსურს ყველამ თავი დაგვანებოს, მაგრამ ვერ ვაცნობიერებთ, რომ ასე ვერ იქნება. ამ რეალობაში ასე გამორიცხულია. ამიტომ, ჩასაფრებული შეტევებისა და დაფინანსებული მედია-სიუჟეტების ნაცვლად იქნებ დროა გავერკვეთ, სად გვინდა რა გვინდა, თორემ მეორე თაობა მიდის "დაკარგვისკენ" - წერს იან ჩელოტი.