ავტორი:

კვარაცხელიას "ნაპოლიმ" თითქმის მთელი ტაიმი შეტევაში გაატარა, თუმცა პირველი ტაიმის შემდეგ მაინც აგებს - მატჩს "მილანის" სხვა ლეგენდებთან ერთად, კახა კალაძეც ესწრება

კვარაცხელიას "ნაპოლიმ" თითქმის მთელი ტაიმი შეტევაში გაატარა, თუმცა პირველი ტაიმის შემდეგ მაინც აგებს - მატჩს "მილანის" სხვა ლეგენდებთან ერთად, კახა კალაძეც ესწრება

ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" "სტუმრად "მილანს" ეთამაშება და პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშით 1:0 აგებს.

გუნდები მოედანზე ასეთი სასტარტო შემადგენლობებით გავიდნენ:

ნაპოლი: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, მინ ჯე, მარიო რუი, ანგისა, ლობოტკა, ელმასი, ლოსანო, ზილენსკი, კვარაცხელია

მილანი: მანიო, კალაბრია, კიაერი, ტომორი, ერნანდესი, ბენასერი, ტონალი, დიასი, კრუნიჩი, ლეაო, ჟირუ.

აღსანიშნავია, რომ "ფეისბუქზე" "ნაპოლის" ოფიციალურმა გვერდმა დღევანდელი მატჩი ამ პოსტერით დააანონსა:

ხოლო ერთ-ერთმა წამყვანმა იტალიურმა, სპორტულმა გამოცემამ "La Gazzetta dello Sport" "ფეისბუქგვერდზე" გამოაქვეყნა პოსტერი, წარწერით: "კაცები (წითელი) შავებში ნადირობენ უცხოპლანეტელებზე. კვარაცხელია სან სიროზე ეშვება".

გამოცემამ დაწერა, რომ ვიქტორ ოსიმენის გარეშე, თამაშის მთელი სიმძიმე ხვიჩა კვარცხელიაზე გადავაო.

"ნაპოლიმ" თამაში ჩვეულ სტილში სწრაფი შეტევებით დაიწყო, ქართველი გამორჩეულად აქტიური იყო, მარცხნიდან ხვიჩას აქტიურობის და ჩაწოდების შემდეგ, ანგისას დარტყმა "მილანის" გოლკიპერმა ძლივს მოიგერია. პირველი 25 წუთის განმავლობაში შეიძლება ითქვას, რომ "მილანი" მოედანზე არ ჩანდა, "ნაპოლი"კი აქტიურად უტევდა. 25-ე წუთზე კი ლეაო უსწრაფესი დრიბლინგის შემდეგ "ნაპოლის" კარის დარაჯ მერეტთან პირისპი დარჩა, თუმცა არაზუსტად დაარტყა. ამის შემდეგ "ნაპოლი" ისევ უტევდა, თუმცა 39-ე წუთზე "მილანმა" კონტრშეტევაზე დაიჭირა ნეაპოლელები და გოლის გატანაც მოახერხა. ბურთი მერეტის კარში ისმაელ ბენნასერმა გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ მატჩს "მილანის" სხვა ლეგენდებთან, მათ შორის უკრაინელ ანდრეი შევჩენკოსთან ერთად, თბილისის მერი კახა კალაძეც ესწრება.