ავტორი:

"იყო აშშ-ის მოკავშირე არ ნიშნავს, იყო მისი ვასალი" - ემანუელ მაკრონი

"იყო აშშ-ის მოკავშირე არ ნიშნავს, იყო მისი ვასალი" - ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, აშშ-ის მოკავშირეობა მის ვასალობას არ ნიშნავს.

"იყო მოკავშირე არ ნიშნავს იყო ვასალი, ან არ ნიშნავს იმას, რომ არ გვაქვს უფლება, დამოუკიდებლად ვიფიქროთ“, - განაცხადა მაკრონმა ამსტერდამში, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან, მარკ რუტესთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ამასთან, მისი თქმით, ტაივანში "სტატუს კვოს" მიმართ საფრანგეთის მხარდაჭერაში არაფერი შეცვლილა და რომ პარიზი მხარს უჭერს „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკას და სიტუაციის მშვიდობიანი გზით მოგვარებას.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ევროპამ უნდა შეამციროს დამოკიდებულება აშშ-ზე და თავიდან აირიდოს აშშ-სა და ჩინეთს შორის კონფრონტაციაში ჩართვა. მისმა ამ კომენტარებმა ევროპასა და აშშ-ში პოლიტიკოსებისა და სხვა საზოგადო მოღვაწეების ნაწილის მხრიდან კრიტიკა გამოიწვია.