ავტორი:

როდიდან გამოიდარებს ქვეყანაში და როგორი ამინდი გველოდება აღდგომის დღეებში - სვეტლანა ნიორაძის პროგნოზი

როდიდან გამოიდარებს ქვეყანაში და როგორი ამინდი გველოდება აღდგომის დღეებში - სვეტლანა ნიორაძის პროგნოზი

"12 აპრილს და 13 აპრილის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა", - იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო. დღეს დილიდან თითქმის მთელ ქვეყანაში წვიმა, ელჭექი და ზოგან სეტყვაა.

როგორი ამინდი იქნება აღდგომას და არის თუ არა უჩვეულო ტემპერატურის მკვეთრი დაცემა წელიწადის ამ დროს, ამის შესახებ სასაუბროდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსს სვეტლანა ნიორაძეს დავუკავშირდით...

- გაზაფხულია და ასეთი ამინდები უჩვეულო ნამდვილად არ არის... გაზაფხულის პროცესები დაიწყო თავის ელჭექებით და ასე შემდეგ... მართალია ჯერ ცოტა ადრეა, მაგრამ უკვე ყველაფერი შესაძლებელია. მაისი მოდის და არაფერია გამორიცხული, ამ თვიდან დაწყებული... ამ დროს ტემპერატურა უფრო დაბალიც ყოფილა და ნალექი ხომ მითუმეტეს. ანომალია ნამდვილად არ არის...

- აღდგომას როგორი ამინდი იქნება დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში?

- ხვალ, 14 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება...ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა აღინიშნოს. 15 აპრილსაც იგივე ამინდი იქნება, რაც შეეხება 16 აპრილს (აღდგომა დღეს), დასავლეთ საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დაახლოებით 20-25 გრადუსი... აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისში, კახეთში, მთლიანად ყველგან, გარდა სამხრეთი რაიონებისა, ნავარაუდევია დაბალი ტემპერატურა... დღისით წვიმა იქნება, მაგრამ არა ისეთი, როგორიც დღესაა. მოსალოდნელია მოღრუბლული, ნისლიანი ამინდი და წვიმაც თბილისსა და კახეთში. ტემპერატურა დაახლოებით 11-16 გრადუსი. ზუსტად იგივეს ველით 17 აპრილსაც.

დასავლეთში თბილი ამინდი, თბილისსა და კახეთის რეგიონში წვიმა და ისევ დაბალი ტემპერატურა. 18 აპრილიდან უკვე უკეთესი ამინდი იქნება. 19-20 აპრილს ტემპერატურა ნელ - ნელა მოიმატებს. 21 აპრილს დასავლეთ საქართველოში ამინდი იცვლება. ნალექი, ელჭექი და ა.შ. აღმოსავლეთ საქართველოში კი პირიქით, ტემპერატურა მოიმატებს, შესაძლებელია გაზაფხულის შხაპუნა, წვიმა...