ავტორი:

"2008 წელს შიშით გამოწვეული სიფრთხილით დაიხურა ნატო-ს კარი უკრაინისა და საქართველოსთვის, რუსეთმა სწრაფად მოახდინა რეაგირება ორივე ქვეყანაზე თავდასხმით" - დმიტრო კულება

"2008 წელს შიშით გამოწვეული სიფრთხილით დაიხურა ნატო-ს კარი უკრაინისა და საქართველოსთვის, რუსეთმა სწრაფად მოახდინა რეაგირება ორივე ქვეყანაზე თავდასხმით" - დმიტრო კულება

გვჭირდება ყოვლისმომცველი უსაფრთხოების სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებისთვის და შავი ზღვა უნდა გახდეს ის, რაც უკვე გახდა ბალტიის ზღვა, ნატო-ს ზღვა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ბუქარესტში შავი ზღვის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

მან სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ დასავლეთს არ ჰქონდა თანმიმდევრული შავი ზღვის სტრატეგია, ხოლო რუსეთს ყოველთვის ჰქონდა ის: აგრესიული, რევანშისტული და ბარბაროსული.

„ყოველ ნაბიჯზე, რუსეთი მოქმედებდა იქ, სადაც დასავლეთს ეჭვი შეჰქონდა. როდესაც 2008 წელს შიშით გამოწვეული სიფრთხილით დაიხურა ნატო-ს კარი უკრაინისა და საქართველოსთვის, რუსეთმა სწრაფად მოახდინა რეაგირება ორივე ქვეყანაზე თავდასხმით. რუსეთი ხდებოდა მანიაკი, მაგრამ ზოგიერთი ქვეყნის ლიდერმა გადაწყვიტა, რომ საუკეთესო გზა ამ მანიაკის გაბედნიერება იყო, მათ შორის, პოტენციური მსხვერპლის დაუცველად დატოვება“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.

მისი თქმით, ვილნიუსში ნატო-ს მოახლოებული სამიტი არის სწორი დრო, რათა გამოსწორდეს წარსულის შეცდომები უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებისკენ გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმით.