ავტორი:

"ჩვენი ქმედებები ძლიერი იქნება, ბიჭებს ვამზადებთ და ძალიან ველით იარაღის მოწოდებას" - ზელენსკი

"ჩვენი ქმედებები ძლიერი იქნება, ბიჭებს ვამზადებთ და ძალიან ველით იარაღის მოწოდებას" - ზელენსკი

ბიჭებს ვამზადებთ და ძალიან ველით პარტნიორების მიერ დაპირებული იარაღის მოწოდებას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“დღეს სამხედრო კაბინეტი ჩავატარე - ჩვენი თავდაცვითი სექტორის მმართველებთან, ჩვენს ხელმძღვანელებთან, დაზვერვასთან, ოფისთან მუშაობის გამორჩეული ფორმატი. მხოლოდ ის, რაც აუცილებელია უკრაინის ფრონტის მართვისთვის და აქტიური ქმედებების უზრუნველყოფისთვის, რუსული ტერორისგან ჩვენი სახელმწიფოს დაცვისთვის. ძალიან შინაარსიანი იყო”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ძლიერი ქმედებები დააანონსა.

“და ჩვენი ქმედებები ძლიერი იქნება. ბიჭებს ვამზადებთ. და ძალიან ველით იარაღის მოწოდებას, რომელსაც პარტნიორები დაგვპირდნენ. და მაქსიმალურად - ვაახლოებთ გამარჯვებას. მაქსიმალურად - ერთიანობის სული. მაქსიმალურად - ეფექტურობა. მომზადება - ასევე მაქსიმალურად”, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინელების წინააღმდეგ ყოველი დარტყმისთვის მტერს აუცილებლად ექნება საპასუხო დანაკარგები.