ავტორი:

პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც სუპერმარკეტში შევარდა - რას აცხადებენ შსს-ში

პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც სუპერმარკეტში შევარდა - რას აცხადებენ შსს-ში

პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც გუშინ თბილისის ერთ-ერთ სუპერმარკეტში შევარდა და იქ მყოფებზე თავდასხმა სცადა. როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ში განუცხადეს, ახალგაზრდა დაკავებულია 239-ე მუხლით, რაც ხულიგნობას გულისხმობს.

ცნობისთვის, თბილისში მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში ახალგაზრდა მამაკაცი შევარდა და იქ მყოფებზე თავდასხმა სცადა. ვიდეოკადრებს სოციალურ ქსელში ბექა კვაჭანტირაძე ავრცელებს.

როგორც ვიდეოში ჩანს, მამაკაცი უცენზურო სიტყვებით მიმართავდა სუპერმარკეტის თანამშრომლებს.

"ვინ ვარ იცი? სუს-ში მყავს მთელი ოჯახი, გაიგე?" - ამბობს ახალგაზრდა და მას შემდეგ რაც იგებს, რომ ადგილზე პოლიცია გამოიძახეს, ასევე უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს სამართალდამცველებს. ამის შემდეგ ხდება აგრესიული და ნივთებს ისვრის გაურკვეველი მიმართულებით, რის შედეგადაც ჩაიმტვრა სუპერმარკეტის კარი.

ნახეთ ვიდეო: