ავტორი:

რა ინფორმაცია აქვს საგარეო უწყებას სუდანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით? - "საელჩო მუშაობს ყველა მიმართულებით"

რა ინფორმაცია აქვს საგარეო უწყებას სუდანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით? - "საელჩო მუშაობს ყველა მიმართულებით"

თურქეთში საქართველოს საელჩო, სუდანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან და ასევე, მათი ოჯახის წევრებთან კონტაქტზეა და ყველა მიმართულებით მუშაობს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

"თურქეთში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ და კონტაქტზეა როგორც სუდანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ასევე მათი ოჯახის წევრებთან. საელჩო მუშაობს ყველა მიმართულებით“, - აცხადებენ სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ სუდანში, არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება "სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ (RSF) შორის დაპირისპირება გრძელდება. ექიმების ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად 100-მდე ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობა კი 1100-ს აღწევს.