ავტორი:

საავტომობილო გზები თბილისის მიმართულებით გადატვირთულია - რა ფოტო და ვიდეო კადრები ვრცელდება?

საავტომობილო გზები თბილისის მიმართულებით გადატვირთულია - რა ფოტო და ვიდეო კადრები ვრცელდება?

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის დედაქალაქიდან რეგიონებში წასული მოქალაქეები თბილისში ბრუნდებიან, რაც საავტომობილო გზების სხვადასხვა მიმართულებაზე მოძრაობას ართულებს. დასავლეთ საქართველოდან და კახეთის რეგიონიდან მომავალი მანქანების დიდი ნაკადის ფოტოები და ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

"ვითარება ავტობანზე, გორისა და აღაიანის მისადგომებთან", - ფოტოებს ამ წარწერით "ფეისბუქში" ავრცელებს "ქართლის ამბები / Qartli.ge"

მოქალაქეები წერენ, რომ გადატვირთულია ჭიათურა-საჩხერის მაგისტრალიც.

ეს კი კახეთიდან თბილისში შემოსასვლელი გზაა, რომლის ფოტოსაც "ინფო რუსთავი" ავრცელებს.

ნახეთ ვიდეო, თუ რა ხდება კახეთიდან თბილისისკენ მომავალ საავტომობილო გზაზე