ავტორი:

უკრაინამ ელექტროენერგიის ექსპორტი სლოვაკეთშიც განაახლა

უკრაინამ ელექტროენერგიის ექსპორტი სლოვაკეთშიც განაახლა

უკრაინამ ელექტროენერგიის ექსპორტი სლოვაკეთში განაახლა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დღეიდან სლოვაკეთში ელექტროენერგიის ექსპორტი (200 მეგავატი საათში) დაიწყო. ექსპორტი გრძელდება პოლონეთში (75 მეგავატი საათში) და მოლდოვაში (99-134 მეგავატი).

მოლდოვაში ელექტროენერგიის ექსპორტი 11 აპრილს დაიწყო, 12 აპრილს კი უკრაინამ ელექტროენერგიის ექსპორტი პოლონეთში განაახლა.

შეგახსენებთ, 7 აპრილს უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშჩენკომ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც ქვეყანას, ჭარბი ელექტროენერგიის არსებობის პირობებში, ევროკავშირში ელექტროენერგიის ექსპორტის განახლების საშუალებას აძლევს.