ავტორი:

მკვლელობა კახეთში - 18 წლის ბიჭმა მეზობელი ქალი სანადირო თოფით სასიკვდილოდ დაჭრა

მკვლელობა კახეთში  - 18 წლის ბიჭმა მეზობელი ქალი სანადირო თოფით სასიკვდილოდ დაჭრა

კახეთში მკვლელობა მოხდა. ახმეტაში მოკლულია 71 წლის ქალი.

არსებული ინფორმაციით, 18 წლის ბიჭმა სანადირო თოფიდან მეზობელ ქალს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

ადგილობრივების ინფორმაციით,მეზობლებს შორის კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე დაიწყო, რის შემდეგაც ახალგაზრდა კაცმა სანადირო თოფიდან მეზობელ ქალს ესროლა.

დაჭრილი სავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.