ავტორი:

კრემლში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინი ხერსონში იმყოფებოდა (ვიდეო)

კრემლში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინი ხერსონში იმყოფებოდა (ვიდეო)

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ხერსონში იმყოფებოდა და "დნეპრის" სამხედრო შტაბში სამხედრო მეთაურებისგან ანგარიშები მოისმინა. რუსული მედიის ცნობით, ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

"ვლადიმერ პუტინმა ხერსონის რეგიონში "დნეპრის" ჯარების შტაბ-ბინაში მოისმინა ანგარიშები საჰაერო სადესანტო ჯარების მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკ მიხაილ ტეპლინსკისგან, დნეპრის ჯგუფის მეთაურ გენერალ-პოლკოვნიკ ოლეგ მაკარევიჩისგან და სხვა სამხედრო მეთაურებისგან", - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

შეხვედრაზე პუტინმა სამხედროებს მოსთხოვა, მოსაზრება გამოეთქვათ ხერსონისა და ზაპორიჟიეს მიმართულებით შექმნილი ვითარების შესახებ და ინფორმაცია გაეცვალათ.

"ჩემთვის მნიშვნელოვანია თქვენი მოსაზრებების მოსმენა იმის შესახებ, თუ რა ვითარებაა ახლა", - განაცხადა პუტინმა.