ავტორი:

"ყველაფერს აკეთებს ზელენსკიზე შთაბეჭდილების მოსახდენად" - სერგეი ლავროვი ბრაზილიაში სპორტულ სამოსში (ფოტოები)

"ყველაფერს აკეთებს ზელენსკიზე შთაბეჭდილების მოსახდენად" - სერგეი ლავროვი ბრაზილიაში სპორტულ სამოსში (ფოტოები)

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სამუშაო ვიზიტით ბრაზილიაში იმყოფება. სადაც ბრაზილიელ პოლიტიკოსებთან მართავს შეხვედრებს.

სოციალურ ქსელებში ყურადღება მიიპყრო ლავროვის ჩაცმის სტილმა, რომლითაც ის ბრაზილიაში ვიზიტის პირველ დღეს გამოჩნდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სპორტულ სამოსში იყო გამოწყობილი, რის გამოც ბევრს გაუჩინა განცდა იმისა, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ბაძავს.

"ევრაზია ჯგუფის" დამფუძნებელი, იან ბრემერი ლავროვის ფოტოს "ფეისბუქზე" აზიარებს და იუმორით აღნიშნავს:

"ყველაფერს აკეთებს ზელენსკიზე შთაბეჭდილების მოსახდენად“, - წერს ბრემერი.

  • ცნობისთვის, სერგეი ლავროვმა უკვე გამართა შეხვედრა ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაურო ვიეირასთან. შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე კი განაცხადა, რომ "რუსეთი დაინტერესებულია, რომ უკრაინაში კონფლიქტი რაც შეიძლება მალე დასრულდეს".

"დაინტერესებული ვართ, რომ უკრაინის კონფლიქტი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ჩვენ არაერთხელ ავხსენით დეტალურად, რა ხდება, მიზნები, რაც ამ კუთხით გვაქვს", - განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, ბრაზილიელ კოლეგასთან განიხილა კონტექსტი, რომელიც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რათა ასეთი პრობლემები არა ხანმოკლე ვადით, არამედ გრძელვადიანი შეთანხმებების საფუძველზე მოგვარდეს.