ავტორი:

მოყვარულმა მეთევზემ მდინარე ტეხურში გიგანტური თევზი დაიჭირა - "ლოქო დაახლოებით 70 კილოგრამს იწონის"

მოყვარულმა მეთევზემ მდინარე ტეხურში გიგანტური თევზი დაიჭირა - "ლოქო დაახლოებით 70 კილოგრამს იწონის"

მოყვარულმა მეთევზემ მამუკა ყურაშვილმა, მდინარე ტეხურში დიდი ზომის ლოქო დაიჭირა, რომელიც დაახლოებით 70 კილოგრამს იწონის. ინფორმაციას "სენაკის ქრონიკა" ავრცელებს.

ყურაშვილის თქმით, ლოქო ანკესის გამოყენებით დაიჭირა. მანვე განმარტა, რომ ისინი დიდი ზომის თევზების დასაჭერად შესაბამის ანკესებს იყენებენ, რომლითაც 100 კილოგრამი წონის თევზის დაჭერაც შეუძლიათ.