ავტორი:

დღეს ოსიმენი მოედანზე იქნება, მისი და "კვარას" დუეტს დიდი გამოცდა ელის - რა თქვა სპალეტიმ "მილანთან" უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ?

დღეს ოსიმენი მოედანზე იქნება, მისი და "კვარას" დუეტს დიდი გამოცდა ელის - რა თქვა სპალეტიმ "მილანთან" უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ?

დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით შეხვედრაში "ნაპოლი" "მილანს" უმასპინძლებს. შეგახსენებთ, პირველი მატჩი "მილანმა" სან სიროზე მინიმალური ანგარიშით 1:0 მოიგო. ფაქტია, "ნაპოლი" ბოლო მატჩებში აშკარად ვერ იყო ჩვეულ ფორმაში, გუნდის ქართველი გარემარბიც ძველებურად ვეღარ ბრწყინავდა. ვიქტორს ოსიმენის ტრავმამ და მოედანზე არყოფნამ თავისი უარყოფითი კვალი დაატყო ნეაპოლელთა თამაშს, თუმცა დღეს ოსიმენი უკვე პირველივე წუთებიდან შეუტევს მილანელთა კარს და ჩვენც დიდი იმედი გვაქვს, რომ "კვირა" - "ოსის" დუეტიც ძველებურად ათამაშდება.

"პარმას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ "ნაპოლისა" და "მილანის" დაპირისპირების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, "პარტენოპეის" ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია 100%-ით ფორმაში ვერ არის, თუმცა ვიქტორ ოსიმენის დაბრუნებამ, შესაძლოა, მის თამაშზე დიდი გავლენა მოახდინოს.

"ოსიმენის დაბრუნება "მილანთან" მატჩის წინ უმნიშვნელოვანესია. მოედანზე მისი გადაადგილება ხვიჩა კვარაცხელიას სივრცეებს უქმნის. ქართველი 100 პროცენტით ფორმაში არ არის და ბოლო პერიოდში თავის შესაძლებლობებს ბოლომდე ვერ ავლენს, თუმცა, შესაძლოა, ოსიმენის დაბრუნებამ მისი თამაში სრულად შეცვალოს. ეჭვგარეშეა, ცენტრფორვარდის პოზიციაზე ნიგერიელს ვიხილავთ, მარცხენა ფლანგზე ხვიჩა ითამაშებს. ლოსანო თუ პოლიტანო? მე იტალიელს ავირჩევდი" - განაცხადა ფედელემ, რომლის კომენტარის თარგმანსაც sportall.ge აქვეყნებს.

შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმაც ისაუბრა:

"რამდენიმე დღეში "მილანს" ორჯერ შევხვდით და დეტალები გვაქვს გამოსასწორებელი. ამ სეზონში დიდ შედეგებს მივაღწიეთ. ტაქტიკას შევცვლით, მაგრამ, რა თქმა უნდა, ფრთხილად ვითამაშებთ, რადგან ჩვენი მეტოქე კონტრშეტევებისას სახიფათოა. ახლა დავინახავთ, თუ რამდენად გავიზარდეთ და რა დონეს მივაღწიეთ.

კმაყოფილი მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში ვიქნები. პირველ მატჩში მეტს ვიმსახურებდით და ხვალ იმას ველი, რაც მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტად გვახასიათებს. დარწმუნებული ვარ, თუ ვიქნებით ინტენსიურები, სწრაფები და ბურთის ფლობა გვექნება, რისი უნარიც გაგვაჩნია, მიზანს მივაღწევთ. ჩვენ ვართ გუნდი, რომელმაც კარგად უნდა ითამაშოს, როგორც კოლექტიურად, ასევე ინდივიდუალურად. ასე იქნება ხვალ საღამოს. გააგრძელეთ კითხვა

იხილეთ ასევე: