ავტორი:

ნიკოლას ქეიჯმა ფილმის გადაღებისას ცოცხალი ტარაკანა შეჭამა - "ამას აღასოდეს გავიმეორებ"

ნიკოლას ქეიჯმა ფილმის გადაღებისას ცოცხალი ტარაკანა შეჭამა  -  "ამას აღასოდეს გავიმეორებ"

ნიკოლას ქეიჯი როლისთვის ყველაფერზეა წამსვლელი. მსახიობის თქმით, 1988 წელს, კომედიური ჟანრის ფილმის, "ვამპირის კოცნის“ გადასაღებ მოედანზე ორი ცოცხალი ტარაკანა შეჭამა. ნიკოლას ქეიჯი ამბობს, რომ ამას ძალიან ნანობს.

"ამას აღარასდროს ჩავიდენ. ერთხელაც რომ გავაკეთე, მაგაზეც ვწუხვარ", - აცხადებს ვარსკვლავი.

საინტერესოა, რომ ფილმის გადაღებების პარალელურად ჩაწერილ კომენტარში ქეიჯი ამბობს, რომ თვითონ ემუდარებოდა რეჟისორს, ცოცხალი მწერის შეჭმის უფლება მიეცა.

"ეს სასარგებლო გადაწყვეტილებად ჩავთვალე, რადგან მივიჩნიე, რომ როცა ფანები ნახავდნენ, ტარაკანს ვჭამ, გაგიჟდებოდნენ", - ამბობდა ქეიჯი. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველ სცენარის მიხედვით, მსახიობს მხოლოდ უმი კვერცხი უნდა ეჭამა.

<iframe width="727" height="409" src="https://www.youtube.com/embed/AhG_HDPYLvs" title="Nicolas Cage eats that cockroach" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>

ქეიჯმა პოზიტიური მხრიდანაც შეხედა მწერების ჭამას:

“მწერების ჭამის ფობიისგან რომ გავთავისუფლდეთ, მსოფლიოში შიმშილის პრობლემა გადაიჭრებოდა. მათ დიდი რაოდენობით პროტეინი და ნუტრიციული ღირებულება აქვთ, უცხიმოები არიან, თანაც მათი პოვნა ყველგანაა შესაძლებელი! მაგრამ არა - ეს არ მოხდება", - ამბობს მსახიობი.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა