თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოცემა „პუბლიკის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, ზურაბ ვარდიაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და 2200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
ზურაბ ვარდიაშვილი 2 მარტს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
მას ბრალად ედებოდა წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა.
გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება ვარდიაშვილი დ წერს:
"ქალს (მოსამართლე ნინო შჩერბაკოვს) თვალით კონტაქტიც არ ქონია, გულამოგდებული შემოქანდა, ზუსტად ერთ წუთში ჩაარაკრაკა, რომ ცნობილ იქნეს სამართალდამრღვევად და დაეკისროს ჯარიმაო და წამითაც არ გამოუხედავს, გავარდა ისევ ქოშინით. კი, კი, სწორი რეაქციები ჰქონდა, საშიში რამე აკისრებინეს, ღმერთმა დალოცოს ამერიკა" - წერს ჟურნალისტი.