ავტორი:

"გარდაცვლილია სკოლის მოსწავლე გოგონა" - შსს-მ ვარკეთილში მომხდარი ავარიის გამოძიება დაიწყო: რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი

"გარდაცვლილია სკოლის მოსწავლე გოგონა" - შსს-მ ვარკეთილში მომხდარი ავარიის გამოძიება დაიწყო: რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი

თბილისში, ვარკეთილში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

როგორც უწყებაში გვითხრეს, შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კალოუბნის ქუჩაზე ავარია რამდენიმე საათის წინ მოხდა. შემთხვევას, ჩვენი ინფორმაციით, მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც თვითმხილველი გვეუბნება, გარდაცვლილი გოგონა სკოლის მოსწავლე იყო.

მისივე ინფორმაციით, სწრაფად მომავალი მსუბუქი ავტომობილი ჯერ ხეს შეეჯახა, ხოლო შემდეგ იქვე მდგარ ბავშვს.

მათივე ინფორმაციით, მძღოლი მიიმალა.