ავტორი:

"ჩემი მეუღლე კურიერია... ორმოში ჩაარტყა სკუტერი, ძლივს გადარჩა. ვიღაცამ დაინახა როგორ იმტვრეოდა, იხელთა დრო, აიღო ტელეფონი და გაქრა" - რას წერს მსახიობი მაკა ძაგანია?

"ჩემი მეუღლე კურიერია... ორმოში ჩაარტყა სკუტერი, ძლივს გადარჩა. ვიღაცამ დაინახა როგორ იმტვრეოდა, იხელთა დრო, აიღო ტელეფონი და გაქრა" - რას წერს მსახიობი მაკა ძაგანია?

მსახიობი მაკა ძაგანია წერს, რომ მის მეუღლეს ავარიის დროს მობილური ტელეფონი მოპარეს. მსახიობი პოსტში აღნიშნავს, რომ მისი მეუღლე გიგა ცერცვაძე "ვოლტის“ კურიერია და ქურდობა გუშინ, საგზაო შემთხვევის დროს მოხდა.

მაკა ძაგანია:

"ძალიან გულდაწყვეტილი და გაბრაზებული ვარ. ჩემი მეუღლე "ვოლტის" კურიერია, დღეს ცინცაძის ქუჩაძე დიდ ორმოში ჩაარტყა სკუტერი და ძლივს გადარჩა, რომ არ დამტვრეულიყო (რატომ გვაქვს გზები ასეთი მოუწესრიგებელი!!!) მაგრამ სხვა რამეს გიყვებით.

მოკლედ ჩარტყმის დროს ტელეფონი ამოხტა ჩასადებიდან და გაფრინდა. ჩემმა მეუღლემ შეძლო თავის შეკავება, რომ არ დამტვრეულიყო და მობრუნება ტელეფონის ასაღებად, რომელიც არც კი იცოდა, ვარგოდა თუ არა. ჰოი, საოცრებავ. ვიღაცამ დაინახა ადამიანი როგორ იმტვრეოდა, იხელთა დრო, აიღო ტელეფონი და გაქრა.

კითხვა 1) 21-ე საუკუნეში ვინმე არის ისეთი, რომელმაც არ იცის, რომ მოპარულ ტელეფონს ვერ იხმარს?

კითხვა 2) სად დავკარგეთ ადამიანობა? ხედავ, ადამიანი წვალობს, შრომობს, მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ის ტელეფონი, თან ხედავ რომ კინაღამ დაიმტვრა და ესეთ რამეს აკეთებ.

გვეშველებაა ოდესმე რამე? სად გაქრა ადამიანობა? იმის მაგივრად ხელი გაუწოდო ადამიანს, რომელიც იქცევა, პირიქით ხელს კრავთ? გული მწყდება ამ საზოგადოების ნაწილი რომ ვარ".

წაიკითხეთ ასევე: