ავტორი:

"მიმდინარე წელს კიდევ 2 მაღაზიის გახსნას ვაპირებ" – "ბიბლუსის" ფრენშაიზის მფლობელი ქეთი მახათაძე

"მიმდინარე წელს კიდევ 2 მაღაზიის გახსნას ვაპირებ" – "ბიბლუსის" ფრენშაიზის მფლობელი ქეთი მახათაძე

ქეთი მახათაძე და გიორგი მომცელიძე პირველები არიან, რომლებმაც თბილისში „ბიბლუსის“ ფრენშაიზ მაღაზია გახსნეს.

წიგნის მაღაზიათა ყველაზე დიდი ქსელი გასული წლის დასასრულს საქმიანობის ახალ ეტაპზე გადავიდა და ფრენშაიზ მიმართულებით გაფართოება დაიწყო. მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ეს არის საუკეთესო საშუალება წარმატებული ბრენდის ქვეშ ბიზნესის მართვისათვის. „ბიბლუსის“ ფრენშაიზით საქმიანობის დაწყების გადაწყვეტილების მიღება არ გასჭირვებიათ არც ქეთის და გიორგის, რადგან იცოდნენ ისინი ყველასთვის საყვარელი ბრენდის სახელით გამოჩნდებოდნენ ბაზარზე. ეს კი წარმატების მისაღწევად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. „ბიბლუსის“ პირველი ფრენშაიზ მაღაზიის ისტორიას თავად ქეთი მახათაძე გვიამბობს.

რატომ გადაწყვიტეთ „ბიბლუსის“ ფრენშაიზის შეძენა?

„ბიბლუსთან“ ბევრწლიანი ურთიერთობა მაკავშირებს. „ბიბლუსი ჯგუფი“ წლების განმავლობაში ახორციელებდა პროექტს „ბიბლუსი კიდსს“, რომლის მენეჯერიც მე ვიყავი. საკმაოდ წარმატებული პროექტი იყო და მეც დიდი სიამოვნებით ვმუშაობდი.

ამ თანამშრომლობის პარალელურად, განსაკუთრებულია ზოგადად ბრენდის მიმართ ჩემი დამოკიდებულებაც. ვთვლი, რომ „ბიბლუსი“ არის სოციალური ბიზნესპროექტი, რომელმაც საქართველოში წიგნი ხელმისაწვდომი გახადა. მან სხვადასხვა გამომცემლობის უამრავ წიგნს ერთად მოუყარა თავი.

გულის სიღრმეში მეც ყოველთვის მქონდა სურვილი, რომ მსგავსი მაღაზია მქონოდა. როდესაც გამოცხადდა, რომ „ბიბლუსი“ ფრენშაიზით საქმიანობას იწყებდა, მაშინვე მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩვენ ვყოფილიყავით პირველები, ვინც „ბიბლუსის“ მაღაზიას გახსნიდა. ბევრი ნამდვილად არ გვიფიქრია, რადგან დარწმუნებული ვიყავით, კომპანია ყველაფერში მხარს დაგვიჭერდა და გვერდით დაგვიდგებოდა. ასეც მოხდა.

რამდენად რთული იყო პროცედურულად „ბიბლუსის“ მაღაზიის გახსნა?

ხელშეკრულების მხარეს რაც შეეხება, ყველაფერი ძალიან მარტივად გაკეთდა. დავდეთ თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელშიც არანაირი გაუგებარი პუნქტები არ იყო და არც იურისტების ჩართვა დაგვჭირვებია. პირობები ძალიან ღია და ორივე მხარისთვის მისაღებია.

საწყის ეტაპზე ჩვენი მხრიდან საჭირო იყო შესაბამისი ფართის შერჩევა და ფინანსური რესურსის მოძიება.

რამდენად ჩართული იყო თავად „ბიბლუსი“ ამ პროცესში და კონკრეტულად რაში დაგეხმარათ?

„ბიბლუსის“ გვერდში დგომა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. და ეს მხოლოდ ჩვენ არ გვეხება. კომპანია ფრენშაიზის ყველა მფლობელს მაქსიმალურად დაეხმარება. ეს თავად მათი ინტერესიცაა, რომ „ბიბლუსის“ სახელით არსებულმა ყველა მაღაზიამ მაღალი დონის მომსახურება შესთავაზოს მომხმარებელს.

ჩვენი მაღაზიის შემთხვევაში სრულად „ბიბლუსმა“ უზრუნველყო გახსნის ღონისძიება, დაგეგმა და განახორციელა მარკეტინგული აქტივობები, დაგვეხმარა მაღაზიის სწორად დალაგებაში, გადაამზადა ჩვენი კადრები. კომპანია ჩვენს მხარდაჭერას დღემდე აგრძელებს. გვეხმარება, რომ „ბიბლუსის“ ყველა სტანდარტი ჩვენს მაღაზიაშიც მაქსიმალურად იყოს დაცული. როგორც საკუთარ ფილიალს, ისე გვიყურებენ ჩვენც და გვეხმარებიან.

აუცილებლად მინდა აღვნიშნო ისიც, რომ „ბიბლუსმა“ მოგება-ზარალის აღრიცხვა გაგვიკეთა. შესაბამისად, საქმიანობის დასაწყისში ჩვენ უკვე გვქონდა დაახლოებითი მონახაზი, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა კონკრეტული მოგების მისაღებად. ეს ყველაფერი დაანგარიშებული იყო როგორც თვის, ისე წელიწადის ჭრილში. აღნიშნული მონაცემები ფინანსური ანალიტიკის გუნდმა წინასწარ მომცა და ახლა რასაც ვაკვირდებით, გათვლები მართლდება.

როგორი იყო თქვენი მოლოდინი ხელშეკრულების გაფორმების დროს და როგორია ამჟამინდელი რეალობა?

ალბათ დაუჯერებელია, მაგრამ საქმიანობის დასაწყისში ბევრი არც მიფიქრია. ყველაფერი ძალიან სწრაფად გავაკეთეთ, რადგან ვიცოდი „ბიბლუსის“ სახელით მუშაობა დიდ რისკებთან არ იყო დაკავშირებული. დღეს „ბიბლუსი“ ბაზარზე უკონკურენტო კომპანიაა და სწორედ ეს მაძლევდა იმედს.

თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ნებისმიერ მაღაზიას სჭირდება დრო ლოიალური მომხმარებლების გასაჩენად. გარკვეული პერიოდია საჭირო, რომ ახალ ლოკაციაზე ადამიანები მიიჩვიო. ოპტიმისტური განწყობის მიუხედავად, იმის ილუზია არ მქონია, რომ 1 თვეში გავიდოდით მოგებაზე. ამას დრო სჭირდება - დაახლოებით 6-12 თვე. ჩვენ უკვე 5 თვეა ბაზარზე ვართ და მყარი ნაბიჯებით მივდივართ წინ, გაყიდვების კუთხით ყოველთვიური ზრდა გვაქვს.

აქვე გეტყვით, რომ წლის განმავლობაში კიდევ 2 მაღაზიის გახსნას ვგეგმავ.

თქვენი აზრით, რა არის ბიზნესის ფრენშაიზით დაწყების უპირატესობები?

მთავარი უპირატესობა არის ის, რომ უკვე ცნობილი ბრენდის სახელით ხსნი ობიექტს. ეს კი წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია. შენი ობიექტის გახსნით ამ ბრენდის ქოლგის ქვეშ ერთიანდები. დამწყები ბიზნესისთვის ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ შემთხვევაში ხელშეკრულებაც ძალიან მოქნილია და განვითარების საშუალებას გვაძლევს.

ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია მარკეტინგული მხარდაჭერა, რომელსაც ფრენშაიზის გახსნით ბრენდისგან იღებ. დღეს ყველაფერს ყიდის რეკლამა. უპირატესობაა, როცა ბრენდის მიერ განხორციელებულ ნებისმიერ აქტივობაში ავტომატურად ხარ ჩართული.

რას ურჩევთ მათ, ვინც „ბიბლუსის“ ფრენშაიზ მაღაზიის გახსნაზე ფიქრობს?

მათ ვეტყვი, რომ იყვნენ მშვიდად და იცოდნენ, „ბიბლუსთან“ მიმართებით ყველაფერი ძალიან კარგად იქნება.

როდესაც გახსნის გადაწყვეტილებას მიიღებენ, აუცილებლად კარგად შეარჩიონ ადგილი. წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ესაა. უნდა იყოს ლოკაცია, სადაც ხალხი ინტენსიურად მოძრაობს. ზოგადად, „ბიბლუსი“ ისეთი მაღაზიაა, რომ ნებისმიერ ადგილზე იმუშავებს. უბრალოდ, ლოკაცია დიდწილად განსაზღვრავს იმ დროის ხანგრძლივობას, რომელიც მაღაზიას წარმატებით ასამუშავებლად დასჭირდება. ამიტომ უნდა მიაქციონ მის შერჩევას დიდი ყურადღება.

R