ავტორი:

"ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩათვალეთ, რომ ყველასთან დაზავებული ვარ" - ლევან ხაბეიშვილი კითხვაზე, ნიკა მელიასთან დაზავებას ხომ არ გეგმავს

"ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩათვალეთ, რომ ყველასთან დაზავებული ვარ" - ლევან ხაბეიშვილი კითხვაზე, ნიკა მელიასთან დაზავებას ხომ არ გეგმავს

ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩათვალეთ, რომ ყველასთან დაზავებული ვარ - არ არის აუცილებელი, ეს პირობითად "ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყოს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, ნიკა მელიასთან დაზავებას ხომ არ გეგმავს.

მისივე თქმით, ის პრობლემას ვინმესთან თანამშრომლობაში ვერ ხედავს, თუ მთელი ენერგია მიმართულია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.

"მართლა არ მინდა ჭორაობაში შევიდე. ჩემი აზრით, კონკრეტულ ადამიანებთან კონკრეტული კომუნიკაციები არსებობს. ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩათვალეთ, რომ ყველასთან დაზავებული ვარ. არ არის აუცილებელი, ეს პირობითად “ნაციონალური მოძრაობის” წევრი იყოს, სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან, ლიდერებთან ვთანამშრომლობ. პრობლემას ვინმესთან თანამშრომლობის ვერ ვხედავ, თუ მთელი ენერგია მიმართულია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ხაბეიშვილმა.