ავტორი:

წალენჯიხაში საცხოვრებელი კორპუსის აივანი ჩამოინგრა - დაშავდა 50 წლამდე ქალი

წალენჯიხაში საცხოვრებელი კორპუსის აივანი ჩამოინგრა - დაშავდა 50 წლამდე ქალი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში, კორპუსის მეოთხე სართულზე აივანი ჩამოინგრა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 50 წლამდე ქალი დაშავდა. მათივე თქმით, ის აივანზე იმყოფებოდა და ნგრევის შედეგად ქვედა სართულის აივანზე ჩავარდა.

დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.