ავტორი:

ქაქუცა ჩოლოყაშვილის აქამდე უცნობი ფოტო - უნიკალური ფოტომასალა რუსუდან (დანა) ამილახვარის არქივიდან ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა

ქაქუცა ჩოლოყაშვილის აქამდე  უცნობი ფოტო - უნიკალური ფოტომასალა რუსუდან (დანა) ამილახვარის არქივიდან ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა

ქაქუცა ჩოლოყაშვილის აქამდე უცნობი უნიკალური ფოტო ერთ-ერთია იმ საარქივო დოკუმენტებიდან, რომელიც რუსუდან (დანა) ამილახვარმა ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.

მათივე ცნობით, არქივის პირველი ნაწილი ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა პარიზიდან რამდენიმე თვის წინათ ჩამოიტანეს, მეორე ნაწილი კი ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდს რამდენიმე დღის წინათ შეემატა.

„ქაქუცა ჩოლოყაშვილის უცნობი ფოტო. ის მარჯვნიდან მეორეა ალექსანდრე ამილახვარის საზოგადოებაში. ალექსანდრეს ქალიშვილის, დანას (რუსუდანის) კოლექციაში ვნახე. ქვეყნდება პირველად",- აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი, ლევან თაქთაქიშვილი.

რუსუდან (დანა) ამილახვარი არის ქაქუჩა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლის, საფრანგეთში, ემიგრაციაში მცხოვრები ალექსანდრე ამილახვარის ქალიშვილი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ თავისი უნიკალური არქივი (ფოტოები, დოკუმენტები, წერილები და სხვა) ეროვნული ბიბლიოთეკისთვის გადაეცა.