ავტორი:

"ეს რომ გამეგო, მაშინვე დავპოსტავდი "ტვიტერზე" - რას ამბობს ილონ მასკი უცხოპლანეტელების შესახებ

"ეს რომ გამეგო, მაშინვე დავპოსტავდი "ტვიტერზე" - რას ამბობს ილონ მასკი უცხოპლანეტელების შესახებ

SpaceX-ის დამფუძნებელი, მილიარდერი ილონ მასკი Fox News-ის წამყვანს, ტაკერ კარლსონს უცხოპლანეტელებზე ესაუბრა. მასკის თქმით, იმის მტკიცებულება არ არსებობს, რომ სამყაროში, დედამიწის გარდა რომელიმე სხვა პლანეტაზე სიცოცხლეა.

"ბევრი მეკითხება იმას, თუ სად არიან უცხოპლანეტელები. ვფიქრობ, ვინმემ მართლაც რომ იცოდეს დედამიწაზე უცხოპლანეტელების არსებობის შესახებ, ეს მე ვიქნებოდი.

დიახ, კოსმოსის შესახებ ბევრი რამ ვიცი, თუმცა ჩვენი პლანეტის გარდა სადმე სხვაგან სიცოცხლის არსებობის შესახებ მტკიცებულება ჯერ არ მინახავს. ეს რომ გამეგო, იმ წუთასვე დავპოსტავდი "ტვიტერზე". ეს ალბათ ყველა დროის ტოპ-ტვიტი იქნებოდა. ჯეკპოტი 8-მილიარდიანი ლაიქით."

მასკს არ სჯერა იმ თეორიის, რომ აშშ-ს მთავრობას უცხოპლანეტელების შესახებ რაიმე ინფორმაცია აქვს და ამას ხალხისგან მალავს. ილონის აზრით, სახელმწიფოს მართლაც რომ ჰქონოდა უცხოპლანეტელებზე რაიმე სახის ინფორმაცია, "მათ საზოგადოებას მტრებად გააცნობდნენ, რათა სამხედრო ხარჯებისთვის მარტივად აენთოთ მწვანე შუქი". მიუხედავად ამისა, მასკს იმედი აქვს, რომ პატარა მწვანე კაცუნები რეალურები არიან და რაც მთავარია, მეგობრულები.

"ადამიანების სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელები თვითონ კაცობრიობაა, და არა უცხოპლანეტელები",- განაცხადა მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა. მასკი იმას გულისხმობს, რომ შობადობა მასშტაბურადაა შემცირებული, თავად ბიზნესმენი 9 შვილის მამაა.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა