ავტორი:

"ზუსტად 1 წელია, რაც ამ სალხში ვართ... მანამდე სადაც ვცხოვრობდით, იმ სახლმა ძალიან "მოგვიჭირა" - ახალგაზრდა პოლიტიკოსის ბინა, ნახატებითა და ულამაზესი ინტერიერით

"ზუსტად 1 წელია, რაც ამ სალხში ვართ... მანამდე სადაც ვცხოვრობდით, იმ სახლმა ძალიან "მოგვიჭირა" - ახალგაზრდა პოლიტიკოსის ბინა, ნახატებითა და ულამაზესი ინტერიერით

ახალგაზრდა პოლიტიკოსი საბა ბუაძე მეუღლესთან ერთად ერთი წელია, ახალ ბინაში ცხოვრობს. დიზაინზე ეკა ჩხეიძემ იზრუნა. ბინა გამორჩეულია ნახატებით და ულამაზესი ინტერიერით. ასევე არის ბევრი მცენარე და საინტერესო გარემო.

როგორც ცნობილია, წყვილი 10 წელია ერთად არის და ორ შვილს ზრდის. საბა მეუღლე ნინუცა გუნცაძეა.

"მე და ნინუცას მეგობრების საერთო წრე გვყავს როგორც მე და ჩემს მეუღლეს, ასევე ჩვენს მშობლებსაც. ეს მნიშველოვანია ურთიერთობისთვის და ამის გამო ძალიან გაგვიმართლა. ამან ხელი იმასაც შეუწყო, რომ ერთნაირ ფასეულობებზე გავიზადეთ, მაგრამ ინტერესები განსხვავებული გვაქვს.

ჩემი მეუღლე მარკეტოლოგია, კომუნიკაციების სპეციალისტი, საკმაოდ წარმატებული კარიერა აქვს, ბევრ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიაში მუშაობდა. ახლა ერთ-ერთ დიდ ქართულ კომპანიაში ახალი პროდუქტის განვითარების მენეჯერის პოზიციაზეა" - ამბობდა საბა 2 წლის წინ AMBEBI.GE-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

ამჯერად წყვილს ახალ ბინაში გოგოლა კალანდაძე მისი ტრადიციული რუბრიკის ფარგლებში ეტუმრა.

ნინუცა გუნცაძე: ზუსტად 1 წელია, რაც ამ სალხში ვართ თუმცა ბოლომდე მოწყობილები ჯერ არ ვართ. დიზაინზე ჩვენმა ახლობელმა და უფროსმა მეგობარმა იზრუნა.

საბა ბუაძე: მანამდე აბაშიძის ქაუჩაზე ვცხოვრობდით, თუმცა იმ სახლმა ძალიან "მოგვიჭირა", რადგან ამ რამდენიმე წელში 2 ბავშვი დაემატა ჩვენს ცხოვრებას და გადმოვედით დიდ სახლში. ძალიან მიყვარს სახლში ნახატები და სპეციალურად ამ სახლისთვის მაია სუმბაძეს ვთხოვეთ დაეხატა ნახატი. ზოგადად სამ წელში ჩემს ცხოვრებაში ბევრი ცვლილება მოხდა. პოლიტიკაში რაც გადავერთე 3 წელია, ეს სახლიც ამ ცვლილებეის ნაწილია. ახლა სულ ვცდილობ რომ კვირა დღეს მაინც სახლში ვიყო, რომ ნინუცამ არ თქვას სახლში არასდროს არ არისო. ამ სახლის მოწყობაში არანაირი მონაწილეობა არ მაქვს მიღებული. ძალიან მიყვარს ეზო, მცენარეები, სწორედ აქა ვატარებ დიდ დროს, რადგან სიწყნარეა. ძალიან მიყვარს ჩაის დალევა.