ავტორი:

"უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე პუტინის ვიზიტი იმის მანიშნებელია, მათ იციან, რომ რუსეთისთვის საქმე კარგად არ მიდის" - თეთრი სახლი

"უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე პუტინის ვიზიტი იმის მანიშნებელია, მათ იციან, რომ რუსეთისთვის საქმე კარგად არ მიდის" - თეთრი სახლი

თეთრი სახლის პრესსპიკერი, კარინ ჟან-პიერი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვიზიტს ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიებზე ლეგიტიმური ან ლეგალური უფლება არ აქვს.

"ვიცი, რომ ის ცოტა ხნის წინ ეწვია დონბასის რეგიონს. ჩვენ ძალიან ცხადად განვაცხადეთ, რომ რუსეთს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიებზე ლეგიტიმური ან ლეგალური უფლება არ აქვს. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვსაუბრობთ ამის შესახებ და გავაგრძელებთ ამის განმეორებას. ამიტომ ჩვენ ასევე გავაგრძელებთ უკრაინის, უკრაინის მთავრობის მხარდაჭერას”, - აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

მისი თქმით, პუტინის ვიზიტი იმის მანიშნებელია, რომ რუსეთისთვის საქმე კარგად არ მიდის და ეს რუსებმაც, მათ შორის ვლადიმერ პუტინმა, იციან.

"როგორც ჩანს, ბატონმა პუტინმა ეს ძალიან ნათლად იცის. ის, სავარაუდოდ, ცდილობს გაამხნევოს საკუთარი მოსახლეობა, რადგან იცის, რომ მისი არმია არასათანადოდ ასრულებს თავის ამოცანას და ცდილობს მიაღწიოს მიზნებს ამ შეჭრის გზით, რაც ჩვენ გასული წლის განმავლობაში ვნახეთ“, - აღნიშნა კარინ ჟან-პიერმა.

ცნობისათვის, 18 აპრილს რუსულმა მედიამ, კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინი ხერსონსა და ლუგანსკში იმყოფებოდა. ამასთან, კრემლმა პუტინის ვიზიტის თარიღი არ დაასახელა.