ავტორი:

"ხაბე, Do you speak English bro?!" - ირაკლი ზარქუა ლევან ხაბეიშვილს

"ხაბე, Do you speak English bro?!" - ირაკლი ზარქუა ლევან ხაბეიშვილს

"ხაბე, Do you speak English bro?!" - ასე მიმართა პირდაპირ ეთერში უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს.

ზარქუას თქმით, ოპოზიციაში იციან, რომ ხაბეიშვილი მათ ლიდერად ვერ გამოდგება და ინგლისურის ცოდნა-არცოდნის ამბავი ამ შემთხვევაში არაფერ შუაშია.

"ახლა ხაბე არ მოსწონთ. ხაბემ რა, ინგლისური არ იცის? მშვენივრად იცის ინგლისური. ხაბე, Do you speak English bro?!. იცის კარგად ხაბემ, მაგრამ ხაბე არ აწყობთ. იციან, რომ ხაბეა რა და მთავარ ოპოზიციურ ლიდერად არ გამოდგება. ხაბე რა შუაშია? თქვენ ხართ განულებული, რადიკალური ოპოზიცია", - აღნიშნა ზარქუამ "აჭარის ტელევიზიის" ეთერში.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლევან ხაბეიშვილის "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტიდან გადაყენება იგეგმებოდა და ამის მიზეზი ინგლისურის არცოდნა იყო. მოგვიანებით პარტიაში ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს.

ნახეთ ვიდეო: