ავტორი:

უჩვეულო ნათება კიევის ცაზე - რამ გამოიწვია ის და რა თეორიები ვრცელდება (ვიდეო)

უჩვეულო ნათება კიევის ცაზე - რამ გამოიწვია ის და რა თეორიები ვრცელდება (ვიდეო)

უკრაინის დედაქალაქ კიევში, 19 აპრილს, ადგილობრივი დროთ 22:00 საათზე უჩვეულო ნათება დააფიქსირეს. გაჩნდა არაერთი შეთქმულების თეორია და სპეკულაცია იმის შესახებ, თუ რას უკავშირდებოდა ნათება.

  • კიევში ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ შესაძლოა, ეს ყოფილიყო ნასა-ს თანამგზავრი, რომელიც დედამიწაზე დაეცა, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსურ სააგენტოში აღნიშნულს უარყოფენ და ამბობენ, რომ როცა უკრაინაში უჩვეულო ნათება შენიშნეს, მაშინ თანამგზავრი ჯერ კიდევ ორბიტაზე იყო.

უკრაინის საჰაერო ძალების ვარაუდით, შესაძლოა, მეტეორის ჩამოვარდნას ეხებოდეს საქმე. ისინი ირწმუნებიან, რომ ეს არ იყო გამოწვეული რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად.

"ნათების დროს საჰაერო თავდასხმის გამაფრთხილებელი გააქტიურდა, მაგრამ საჰაერო თავდაცვა არ მოქმედებდა", - განაცხადა კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ ამ კვირის დასაწყისში გამოაცხადა, რომ 300 კგ-იანი თანამგზავრი ოთხშაბათს შევიდოდა ატმოსფეროში. კოსმოსური თანამგზავრი, რომელიც მზეზე აფეთქებების დასაკვირვებლად გამოიყენებოდა, 2002 წელს გაუშვეს ორბიტაზე. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ნასა-ს ცნობით, თანამგზავრი ჯერ კიდევ ორბიტაზე იყო იმ მომენტში, როცა ნათება გამოჩნდა.

უკრაინული სოციალური მედია სავსეა თეორიებით, თუ რა შეიძლება ყოფილიყო უჩვეულო ნათება. ზოგიერთმა ის უცხოპლანეტელებსაც კი დაუკავშირა.