ავტორი:

სუდანში ქვეყნის არმიასა და "სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის ერთდღიანი ზავი მეორედ ამოქმედდა

სუდანში ქვეყნის არმიასა და "სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის ერთდღიანი ზავი მეორედ ამოქმედდა

სუდანში ქვეყნის არმიასა და „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის ბოლო 2 დღის განმავლობაში, ერთდღიანი ზავი მეორედ ამოქმედდა. დაპირისპირებული მხარეების მეთაურებმა კიდევ ერთხელ დადეს პირობა, რომ 24 საათით ცეცხლს შეწყვეტდნენ.

პირველად დროებითი ზავი, 19 აპრილის საღამოს ამოქმედდა, თუმცა მალევე დაირღვა. ამ დრომდე არ გახსნილა ჰუმანიტარული დერეფანი, რომელიც ხარტუმის მოსახლეობას დედაქალაქის დატოვების შესაძლებლობას მისცემს.

სუდანის არმიასა და "სწრაფი მხარდაჭერის ძალებს" შორის დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო. შეტაკებებს 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა. დაჭრილთა რაოდენობა 2600-ს აღემატება.