ავტორი:

ილონ მასკის ბიჭუნა ყველაზე უჩვეულო სახელით კამერების წინ პირველად გამოჩნდა - მილიარდერისა და მისი ვაჟის ფოტოები

ილონ მასკის ბიჭუნა ყველაზე უჩვეულო სახელით კამერების წინ პირველად გამოჩნდა - მილიარდერისა და მისი ვაჟის ფოტოები

ილონ მასკი მაიამიში, ერთ-ერთ ღონისძიებაზე მისი და მომღერალ Grimes-ის 2 წლის შვილთან ერთად გამოჩნდა.

ბიჭუნა საზოგადოებამ პირველად ნახა. პატარა სახელად X AE A-XII-ის გამოჩენას დარბაზში მყოფი ხალხი სიხარულით შეეგება, ბავშვიც ყურადღების ცენტრში კომფორტულად გრძნობდა თავს.

2020 წელს მასკიც და Grimes-იც კრიტიკის ქვეშ მოექცა, როდესაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ ახალშობილს X AE A-XII დაარქვეს. არანაკლებ უცნაური სახელი შეურჩიეს მეორე შვილსაც.

როგორც ცნობილია, გოგონას სახელი დედამ შეურჩია და მას Exa Dark Sideræl დაარქვა, თუმცა სულ ახლახანს Grimes-მა მას სახელი შეუცვალა და 1 წლის გოგონას ახლა "?" ჰქვია.

მილიარდერისა და მუსიკოსის ურთიერთობა არასტაბილური იყო. საბოლოოდ, 2021 წელს ერთმანეთს დაშორდნენ.

Grimes და ილონ მასკი

წყარო: dailymail

მოამზადა: ანა სიბოშვილმა