ავტორი:

კომპანია "კერხერ - საქართველოს" თბილისის სერვის ცენტრმა  მისამართი შეიცვალა და  ის აკაკი ბელიაშვილის 53 ნომერში გადავიდა

კომპანია "კერხერ - საქართველოს" თბილისის სერვის ცენტრმა  მისამართი შეიცვალა და  ის აკაკი ბელიაშვილის 53 ნომერში გადავიდა

ახალი სერვის ცენტრი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, რაც კიდევ უფრო ამარტივებს ტექნიკოსის სამუშაო პროცესს. სერთიფიცირებული ტექნიკოსები გერმანული სტანდარტით მუშაობენ. ტექნიკოსების პროფესიონალიზმიდან და გერმანული სტანდარტებიდან გამომდინარე, ახალ სერვის-ცენტრში მომხმარებელი უფრო სწრაფად შეძლებს პროფესიონალური და საყოფაცხოვრებო, ასევე საგარანტიო და არასაგარანტიო აპარატების დიაგნოსტირებასა და შეკეთებას.

სერვის-ცენტრი ღიაა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 დან 18:00 საათამდე.

ტელეფონი: 0322380306

კომპანიას აქვს შესაძლებლობა, მომხმარებლებისთვის შექმნას კომფორტული გარემო.

გერმანულ ბრენდ „კერხერს“ (Kärcher ) თითქმის 100 წლის არსებობის ისტორია აქვს და მსოფლიო ლიდერია დასუფთავების ტექნიკის წარმოებაში. .კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლობა 2016 წლიდან შემოვიდა საქართველოში და ყიდის როგორც პროფესიონალურ, ასევე საყოფაცხოვრებო აპარატებს. „კერხერ - საქართველო“ პერიოდულად ახორციელებს მნიშვნელოვან სოციალურ პროექტებს და დონაციას სხვადასხვა მიმართულებით. კომპანია, უმეტეს შემთხვევაში, დასუფთავების კუთხით აქტიურობს და მათი ინიციატივით, წელიწადში რამდენჯერმე ირეცხება სათანადოდ შერჩეული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოს მასშტაბით. ასევე, „კერხერ საქართველოს“ გუნდი რამდენიმე წელია, რაც მსოფლიო დასუფთავების დღეების კამპანიაში მონაწილეობს.

R