ავტორი:

შავკანიანი დედოფალი კლეოპატრა - Netflix-ის სერიალის სკანდალური დეტალები: კომპანიას "ეგვიპტური იდენტობის წაშლას" ედავებიან

შავკანიანი დედოფალი კლეოპატრა - Netflix-ის სერიალის სკანდალური დეტალები: კომპანიას "ეგვიპტური იდენტობის წაშლას" ედავებიან

Netflix-ის დოკუმენტური სერიალი, რომელშიც დედოფალი კლეოპატრა VII აფრიკელ შავკანიან ქალადაა წარმოდგენილი, ეგვიპტეში კრიტიკის საგანი გახდა.

ადვოკატი მაჰმუდ ალ-სემარი "ნეტფლიქსს" უჩივის და სერიალის, სახელად African Queens: Queen Cleopatra-ს შემქმნელებს სტანდარტების დარღვევას, ასევე "ეგვიპტური იდენტობის წაშლას" ედავება.

არქეოლოგთა და მკვლევართა ნაწილი ამბობს, რომ კლეოპატრას ღია ფერის კანი ჰქონდა, თუმცა ამ აზრს არ ეთანხმება სერიალის პროდიუსერი და ამბობს, რომ საკამათოა, თუ როგორი იყო კლეოპატრას კანის ფერი.

უამრავი შეურაცხმყოფელი და რასისტული შინაარსის მქონე წერილი მიიღო კლეოპატრას როლის შემსრულებელმა, მსახიობმა ადელ ჯეიმსმა, რომელმაც კრიტიკოსებს ასე უპასუხა: "თუ არ მოგწონთ, შოუს არ უყუროთ".

სერიალის პროდიუსერი უილ სმიტის მეუღლე, ჯეიდა პინკეტ სმიტია. ის ამბობს, რომ საზოგადოება ფერადკანიანი დედოფლების შესახებ იშვიათად საუბრობს.

"ეს საკითხი არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩემი ქალიშვილისთვის და ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - ამბობს ჯეიდა.

ჯეიდა პინკეტ სმიტი

ეგვიპტოლოგმა და ეგვიპტის სიძველეების ყოფილმა მინისტრმა ზაჰი ჰავასმა თქვა, რომ სერიალში გადმოცემული ამბავი ყალბია.

"ეს სრულიად ყალბია. წყაროებიდან ჩანს მისი წარმომავლობა. მას ღია ფერის კანი ჰქონდა და არა შავი", - აცხადებს ჰავასი. ეგვიპტეში მოითხოვენ, რომ "მიიღონ სამართლებრივი ზომები და Netfllix-ის სერვისებზე წვდომა ქვეყანაში დაიბლოკოს."

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა