ავტორი:

უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინის დედაქალაქ კიევში, კიევის, ჩერნიგოვის, ჟიტომირის, ვინიცის, ლვოვის, ტერნოპოლის, ხმელნიცკის, სუმისა და პოლტავის ოლქებში საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კიევის რეგიონალურმა სამხედრო ადმინისტრაციამ მოსახლეობა „კამიკაძე“ დრონების შესაძლო თავდასხმის შესახებ გააფრთხილა.

"კიევის ოლქი! მტრის დრონებით თავდასხმის საფრთხე. მოვუწოდებთ მოსახლეობას, დარჩნენ უსაფრთხო ადგილებში საჰაერო თავდასხმის სიგნალის დასრულებამდე. იზრუნეთ საკუთარ თავსა და ახლობლებზე!" - აცხადებენ კიევის სამხედრო ადმინისტრაციაში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა, ასევე მოუწოდა მოსახლეობას, საჰაერო განგაში არ უგულებელყონ. მისი თქმით, კიევის ოლქში საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობს.

შეგახსენებთ, 19 აპრილს რუსებმა უკრაინის მასშტაბით „შაჰიდ 136/131“ ტიპის 11 ირანული „კამიკაძე“ დრონი გაუშვეს. უკრაინელებმა 10 მათგანის განადგურება შეძლეს.