ავტორი:

მასშტაბური ძარცვა კანადაში - მძარცველებმა 15 მილიონი დოლარის ღირებულების ოქრო მოიპარეს

მასშტაბური ძარცვა კანადაში - მძარცველებმა 15 მილიონი დოლარის ღირებულების ოქრო მოიპარეს

კანადაში, ტორონტოს აეროპორტიდან მძარცველებმა ოქრო და სხვა ძვირფასეულობა მოიპარეს. მედიის ცნობით, მოპარული ნივთების საერთო ღირებულება დაახლოებით, 15 მილიონი დოლარია.

ძარცვა მაშინ მოხდა, როცა ძვირფასეულობისთვის განკუთვნილი კონტეინერი აეროპორტის ტვირთის შემნახველ ობიექტში გადაიტანეს.

ძვირფასეულობა ტორონტოს პირსონის საერთაშორისო აეროპორტის გავლით უნდა გადაეტანათ. ქვეყანაში მოპოვებული ოქრო საზღვარგარეთ გადატანამდე ამ აეროპორტში ინახება ხოლმე.

სამართალდამცველები აცხადებენ, რომ ძარცვა სავარაუდოდ, ადგილობრივმა ორგანიზებულმა კრიმინალურმა ჯგუფებმა მოაწყვეს. ტვირთის ზომის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, მათ სატვირთო მანქანა გამოიყენეს.

"ჩვენ ჯერ კიდევ ვცდილობთ, ძარცვის შესახებ ზუსტი ინფორმაცია მოვიპოვოთ",- განაცხადა კანადის პოლიციის სპიკერმა.

ახლა ქურდებისთვის ყველაზე დიდი პრობლემა მოპარული ოქროს გადმოტვირთვა იქნება. აღსანიშნავია, რომ 1983 წლის Brinks Matt-ის ძარცვის შემდეგ, რომლის დროსაც ჰითროუს აეროპორტის მახლობლად მდებარე საწყობიდან 29 მილიონის ღირებულების (დღევანდელი 115 მილიონი) ოქრო და ბრილიანტები მოიპარეს, ქურდები იძულებული გახდნენ ოქრო გადაედნოთ, რომ მისგან სარგებლის მიღება შეძლებოდათ.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა