ავტორი:

შეიძლება თუ არა მაწონი ორსულობის დროს? - მითები და რეალობა მაწვნის შესახებ

შეიძლება თუ არა მაწონი ორსულობის დროს? - მითები და რეალობა მაწვნის შესახებ

მაწონი ქართული ტრადიციული პროდუქტია, რომელსაც 2020 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. მისი წარმოშობის ზუსტი დრო და ისტორია უცნობია. ლეგენდების თანახმად, საუკუნეთა განმავლობაში გასაიდუმლოებული იყო მაწვნის მომზადების რეცეპტი, რადგან ფიქრობენ, რომ მასში იყო დამალული კავკასიელთა დღეგრძელობის საიდუმლო. საქართველოდან იგი მოგვიანებით გავრცელდა მეზობელ ქვეყნებში. ამჟამად მაწონი ფართოდ გამოიყენება ბევრ აღმოსავლურ სამზარეულოში სხვადასხვა კერძების მოსამზადებლად.

საქართველოში საუკუნეების განმავლობაში მაწონს არა მხოლოდ საკვებად, არამედ სამკურნალო საშუალებადაც იყენებდნენ. დღეს, როდესაც კვების ინდუსტრია განვითარდა და გამრავალფეროვნდა, მაწვნის შესახებ საზოგადოებაში მითებიც გაჩნდა. რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „დღის პროდუქტები“ მაწვნის შესახებ მითებს და რეალობას გაგაცნობთ.

მითი #1

ხანდაზმულებმა მაწვნის მიღება უნდა შეზღუდონ, რადგან ის კუჭის მოქმედების დარღვევას უწყობს ხელს

თითოეულ ასაკობრივ კატეგორიას მისთვის დამახასიათებელი პრობლემები და დაავადებები აქვს. მათ განვითარებას ორგანიზმში მიმდინარე ბიოლოგიური პროცესები განაპირობებს. აღნიშნულის შესაბამისად, ხანდაზმულებში ხშირად გვხვდება კუჭის მოქმედების დარღვევა. ამასთან, მითია, რომ მაწონი ამ პროცესის მაპროვოცირებელია. პირიქით, მაწონი იმ პროდუქტებს შორისაა, რომლის მიღებაც მათთვის რეკომენდებულია. მაწონი მოხუცებში ხელს უშლის შეკრულობას ნაწლავის ფუნქციის სტაბილიზაციის გზით. ის არის კალციუმის და D ვიტამინის წყარო, რომელიც აუცილებელია ძვლოვანი სისტემისა და სახსრების გასაძლიერებლად. მაწონი ხელს უწყობს იმუნური სისტემის მუშაობას, რადგან იმუნური უჯრედების 80% ნაწლავებშია. ასევე, მაწვნის რეგულარული მიღება ანელებს დაბერების პროცესებს. ის ეფექტურად შლის ცუდ ქოლესტერინს და ასევე ხელს უშლის ვენების ვარიკოზის განვითარებას.

მითი #2

მაწონი ორსულობისას უნდა შევზღუდოთ

ხშირად ფიქრობენ, რომ მაწონი ორსულობის დროს უნდა შეიზღუდოს, რადგან ის რძემჟავა პროდუქტია. რეალურად, მაწონი ხელს უწყობს ჯანმრთელი ბავშვის გაჩენას. ორსულობის დროს მაწვნის მოხმარება გამორიცხავს ახალშობილებში დაბალი წონის პათოლოგიის განვითარების შესაძლებლობას. გარდა ამისა, მაწონი არის კალციუმის შესანიშნავი წყარო, რომელიც აუცილებელია როგორც მომავალი დედისთვის, ასევე ბავშვისთვის.

მითი #3

მაწვნის მიღება კანდიდოზის დროს არ არის სასურველი

კანდიდოზი კანდიდას გვარის სოკოებით გამოწვეული კანისა და ლორწოვანის ინფექციაა, რომელიც საკმაოდ გავრცელებულია. ძირითადად ინფექციის გამომწვევს წარმოადგენს Candida albicans. დაავადების ხელშემწყობ ფაქტორებს მიეკუთვნება: გარემოს მაღალი ტემპერატურა, მჭიდრო ტანსაცმლის ტარება, არასწორი ჰიგიენა, ბავშვებში საფენის გამოყენება, არარაციონალური ანტიბიოტიკოთერაპია, ენდოკრინული დარღვევები და სხვა.

კანდიდოზით დაავადებულები ხშირად ერიდებიან მაწვნის მიღებას საზოგადოებაში გავრცელებული მითების გამო. რეალურად ადამიანებს მაწონი ვაგინალური კანდიდოზის ან რძიანას მკურნალობაში ეხმარება. ნატურალური მაწვნის რეგულარული მოხმარება ამცირებს იმ ბაქტერიების რაოდენობას, რომლებიც იწვევს რძიანას განვითარებას.

მითი #4

იოგურტი უფრო სასარგებლოა, ვიდრე მაწონი

მაწვნისგან განსხვავებით, იოგურტში დამატებულია ხილი. სწორედ ამიტომ ხშირად მიიჩნევენ, რომ ის მაწონზე უფრო სასარგებლოა. რძემჟავა პროდუქტების დადებითი ეფექტი იმაში მდგომარეობს, რომ ის ცოცხალ ბაქტერიებს შეიცავს. სწორედ ეს ბაქტერიები აუმჯობესებს და ამაღლებს იმუნიტეტს, კურნავს ქრონიკული დაღლილობის სინდრომს და უძილობას. ითვლება, რომ მათ დამამშვიდებელი მოქმედების უნარიც აქვს. იოგურტის შემთხვევაში კი, ხშირად პროდუქტი ისე გადამუშავდება, რომ მასში ცოცხალი ბაქტერიები ნაკლებად გვხვდება.

ამიტომ უმჯობესია უპირატესობა მაწონს მიანიჭოთ. თუ მრავალფეროვანი გემოები გხიბლავთ, მაწონში შეურიეთ ცოცხალი ხილი და ისე მიირთვით. ასე უფრო მეტ სარგებელს მიიღებთ.

მითი #5

მაწონი არ უნდა მიიღონ მათ, ვისაც ცხიმიანი კანი აქვს

ესეც საზოგადოებაში გავრცელებული კიდევ ერთი მითია. მაწვნის რეგულარული მიღება აუმჯობესებს თმის, ფრჩხილების მდგომარეობას, ამცირებს კანის ცხიმიანობას. ამ მიზნით ქალები არა მარტო მიირთმევენ მაწონს, არამედ მისგან სახისა და თმის ნიღბებსაც ამზადებენ. ეს უძველესი ტრადიციაა, რომელსაც დღესაც ძალიან ხშირად მიმართავენ. მაგალითად, შეგიძლიათ მაწონი გაყინოთ პატარა კუბებად, ჩადოთ დოლბანდში და წრიული მოძრაობით სახეზე წაისვათ, სანამ ბოლომდე არ დადნება. ამას დამატენიანებელი ეფექტიც აქვს, ფორებს კარგად კრავს და კაპილარების სისხლძარღვებს ავიწროებს.

თქვენ რომელი მითის გჯეროდათ?

NS