ავტორი:

60 წლის დემი მური საცურაო კოსტიუმში - ჰოლივუდის ვარსკვლავის იდეალური ფორმა და აღფრთოვანებული ფანები (ფოტოები)

60 წლის დემი მური საცურაო კოსტიუმში - ჰოლივუდის ვარსკვლავის იდეალური ფორმა და აღფრთოვანებული ფანები (ფოტოები)

ჰოლივუდის ვარსკვლავი, 60 წლის დემი მური თავისი იდეალური ფორმით ფანებს აღაფრთოვანებს. ბოლო დროს ტაბლოიდების ყურადღებას იპყრობს დემის ახალი ფოტოები.

ამჯერად მან "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა სურათები, სადაც ლეოპარდის პრინტით გაფორმებული საცურაო კოსტიუმში პოზირებს.

დემიმ უამრავი პოზიტიური კომენტარი მიიღო.

"ასაკი საერთოდ არ გემატება".

"შენ კვლავ ჰოლივუდის ულამაზესი ადამიანი ხარ",- წერენ კომენტარებში.

უბერებელი მსახიობი სულ მალე ბებია გახდება. მისი ქალიშვილი, რუმერ უილისი, რომელიც დემის ბრიუს უილისისგან ჰყავს, პირველ შვილზეა ფეხმძიმედ.

მოამზადა: ანა სიბოშვილმა