ავტორი:

საქართველოში 226 359 მსესხებელი კრედიტს ვერ იხდის და ე.წ."შავ სიაშია"

საქართველოში 226 359 მსესხებელი კრედიტს ვერ იხდის და ე.წ."შავ სიაშია"

საქართველოში მსესხებლების 11,7%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი კრედიტს ვერ იხდიან.

"კრედიტინფოს“ 2023 წლის მარტის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 226 359 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 461 704 -ს შეადგენს. საერთო ჯამში, მარტის მდგომარეობით საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 929 780 ადამიანს აქვს, ჯამში 40 302 428 024 ლარის მოცულობის.

აღსანიშნავია, რომ მსესხებლების 83.6% საბანკო სექტორზე მოდის, კერძოდ, მარტის მდგომარეობით, ბანკებიდან 36 789 518 921 ლარის მოცულობის კრედიტი სულ 1 614 433 მსესხებელს აქვს აღებული. ვადაგადაცილება კი ბანკის მსესხებლების 8.3%-ს უფიქსირდება, რაც რაოდენობრივად 133 547 -ია...წაიკითხეთ ბიზნესპრესნიუსზე