სხვადასხვა ქვეყანაში მანქანის მფლობელები ვალდებულები არიან, რომ საკუთარ ავტომობილს გარკვეული პერიოდულობით ჩაუტარონ ტექინსპექტირება. ეს პროცესი მიზნად ისახავს დავრწმუნდეთ, რომ ავტომობილი მართლაც აკმაყოფილებს გარემოსდაცვით და უსაფრთხოების სტანდარტებს. გამონაკლისი არც საქართველოა და აქაც სავადებულოა ავტომობილისთვის გარკვეული პერიოდულობით ტექდათვალიერების ჩატარება. ეს პროცესი ძალიან მარტივი და ხანმოკლეა, სულ 15-20 წუთს საჭიროებს და გულისხობს სპეციალისტის მიერ მანქანის სხვადასხვა პარამეტრით გადამოწმებას.
ე.წ „ტეხასმოტრის“ ჩატარებას გარკვეული წესები და პირობები აქვს. ამ ტექსტში იხილავთ ტექდათვალიერებასთან დაკავშირებულ ძირითად კითხვებზე პასუხებს.
პასუხი კითხვაზე თუ როდის უნდა ჩაუტარდეს მანქანას ტექინსპექტირება, დამოკიდებულია მისი გამოშვების წელზე. განვიხილოთ ყველა შესაძლო შემთხვევა.
• ტექდათვალიერება საჭირო არაა, თუ მანქანის გამოშვებიდან ჯერ არ გასულა 4 წელი.
• ტექდათვალიერება საჭიროა 2 წელში ერთხელ, თუ მანქანის გამოშვებიდან გასულია 4-დან 8 წლამდე.
• ტექდათავლიერება საჭიროა ყოველ წელს, თუ მანქანის გამოშვებიდან გავიდა 8 და მეტი წელი.
• დამატებით გასათვალისწინებელია, რომ თუ მანქანა ჩამოყვანილია სხვა ქვეყნიდან, ის განბაჟებიდან 30 დღის ვადაშისაჭიროებს ტექდათვალიერებას ზემოთ ჩამოთვლი წესების შესაბამისად.
არსებობს გარკვეული ჩამონათვალი, რის მიხედვითაც მოწმდება სატრასპორტო საშუალება და რისი მწყობრში ყოფნაცაა აუცილებელი პროცესის წარმატებით გასავლელად. უპირველეს ყოვლისა, იდენტიფიცირდება სატრანსპორტო საშუალება და ამას მოყვება შემდეგი ჩამონათვალის შემოწმება:
• სამუხრუჭე აღჭურვილობა;
• ხილვადობა;
• საჭით მართვის სისტემა;
• ხილვადობა;
• შასი და მისი შემადგენლები;
• ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა;
• ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება;
• შასი და მისი შემადგენლები;
• სხვა მოწყობილობები;
• M2, M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის დამატებითი ეწყობა მგზავრტა გადამყვანი ტექსტირება.

მანქანის შემოწმებამდე აუცილებელია გარკვეული დოკუმენტების შეგროვება:
• ავტომობილის ტექპასპორტი, ამ დოკუმენტის ასლი ან ფოტო;
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
• და გაზის საბუთი, თუკი თუ ავტომობილი მუშაობს გაზზე.
რომელი სატრანსპორტო საშუალება არ გადის ტექინსპექტირებას?
• 3500 კგ-მდე მისაბმელები;
• მოტოციკლები;
• L კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები (მოტოციკლი, მოპედი და სკუტერი, კვადროციკლი, ტრიციკლი);
• ანტიკვარული / ისტორიული ინტერესის მქონე მანქანები (1960 წლამდე გამოშვებულები);
• მფლობელის მიერ დროებით ექსპლუატაციაშეცერებული პრანსპორტი;
• მსუბუქი სატრანსპორტო საშუალება რომლის გამოშვებიდან არ გასულა 4 წელი;
• ტრანსპორტი, რომლის მაქსიმალური სიჩქარე არ აღემატება 25 კმ/სთ-ს;
• ავტომობილები, როლებსაც ჯერ არ გაუვლიათ საქართველოში რეგისტრაცია (ტრანზიტული, განუბაჟებელი და ა.შ.).
თუკი სატრანსპორტო საშუალებამ გარკვეულ კომპონენტებში ვერ გაიარა ტექდათვალიერება, მას გადაეცება სია იმ ჩამონათვალისა, რის მიხედვითაც მან ვერ დააკმაყოფილა ტექინსპექტირების სერვისცენტრის კრიტერიუმები და მძღოლს მოუწევს, რომ მომდევნო 30 დღის განმავლობაში გამოასწოროს ხარვეზები. შემდეგ მისვლაზე სერვისცენტრში ავტომობილი შემოწმდება მხოლდო იმ კატეგორიებში, რომლის მიხედვითაც მან მანამდე ვერ გაიარა ტექინსპექტირება.
თუ მანქანა კიდევ ვერ გაივლის ტექინსპექტირებას, ჯარიმის თავიდან ასაცილებლად ასეთ დროს შესაძლებელია პირველადი ტექინსპექტირების გატარება, რაც გულისხმობს კიდევ ერთ 30 დღიან ვადას ხარვეზების გამოსასწორებლად.
ავტომობილის მიყვანა შესამოწმებლად ნებისმიერ პირს შეუძლია, მთავარია მხოლოდ ის, რომ პიროვნებას თან ჰქონდეს ტექპასპორტი, მისი ასლი ან ფოტოსურათი.

ღირებულება განსაზღვრულია სახელმწიფოს მიერ და ნებისმიერ ტექდათვალიერების ცენტრში ფასი ერთნაირია. ღირებულება განსხვავდება მხოლოდ ავტომობილის ტიპის ჭრილში. მსუბუქი ავტომობილისთვის ტექდათვალიერება 60 ლარია, ელქტრომობილისთვის კი 48 ლარი.
საქართველოში რამდენიმე ინსპექტირების ცენტრია, სადაც შესაძლებელია ავტომობილის ტექდათვალიერება. ამ ცენტრებს მართავს შსს და დაკომპლექტებულია გადამზადებული, პროფესიონალი ინსპექტორებით. მძღოლს შეზღუდვების გარეშე შეუძლია ეწვიოს ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერ ტექინსპექტირების ცენტრს.
სტატია შემოგთავაზათ მოგომ. იხილეთ სხვა საინტერესო სტატიები მოგოსგან: მართვის მოწმობა | დამატებითი შემოსავალი | ავტო ლომბარდი
ასევე იხილეთ მოგოს პროდუქტები: ავტო ლიზინგი | უკულიზინგი | სკუტერ ლიზინგი | სპეც ტექნიკავ
NS