ავტორი:

სუდანიდან აშშ-ის, ბრიტანეთის, საფრანგეთის, ჩინეთის დიპლომატებისა და მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდება

სუდანიდან აშშ-ის, ბრიტანეთის, საფრანგეთის, ჩინეთის დიპლომატებისა და მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდება

სუდანის არმიის ინფორმაციით, ქვეყნიდან ამერიკის შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, საფრანგეთის და ჩინეთის დიპლომატების, ასევე აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეების ევაკუაცია საჰაერო გზით მოხდება.

სუდანის არმიის მეთაურ ფარაჰ ალ ბურჰანის განცხადებით, ისინი ყველანაირად შეეცდებიან უცხო ქვეყნების მოქალაქეების გაყვანა მაქსიმალურად უსაფრთხოდ მოხდეს. ბოლო ინფორმაციით, სუდანის არმია და „სწრაფი რეაგირების ძალები“ 72-საათიან ზავზე შეთანხმდნენ, შესაბამისად აშშ-ის, ბრიტანეთის, საფრანგეთის, ჩინეთის დიპლომატებისა და მოქალაქეების ქვეყნიდან გაყვანა უახლოეს რამდენიმე საათში უნდა მოხდეს.

ბოლო ინფორმაციით, სუდანში დაპირისპირების დროს დაღუპულთა რაოდენობამ 400-ს გადააჭარბა.